ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ლევან ხაბეიშვილი - მოგიწოდებთ, ვისაც პრეტენზია გაქვთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ძლიერი, წამოაყენეთ პარტიის თავმჯდომარეობაზე კანდიდატურები და შედით გადამწყვეტ ბრძოლაში - მნიშვნელოვანია, ეს მოხდეს სწრაფად

10.11.2022 ნახვები: 534

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი აღნიშნავს, რომ პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ის პარტიის განახლების და ცვლილებების მომხრეა.

„მივესალმები ჩემი კოლეგების ინიციატივას, რომელიც უკავშირდება პარტიაში მეტ გახსნილობას, განახლებას, პარტიის თავმჯდომარის არჩევას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მივესალმები იმ ინიციატივასაც, რომ პარტიის თავმჯდომარე თანახმაა პარტიის თავმჯდომარის არჩევნები იყოს. ახლა, მნიშვნელოვანია ეს მოხდეს სწრაფად. დასაკარგი დრო არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც ქართველ ხალხს არ აქვს.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც გადამწყვეტ როლს შეასრულებს რუსი ოლიგარქის და მისი კრიმინალური ხელისუფლების დასრულებაში.

ამიტომ, პარტიის თავმჯდომარე ვინც არ უნდა იყოს, ლეგიტიმაცია სჭირდება. მოგიწოდებთ, ვისაც რაიმე პრეტენზია გაგაჩნიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს ძლიერი, წამოაყენეთ კანდიდატურები და შედით გადამწყვეტ ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები ძალიან კარგად გაიაზრებენ ამ პროცესს.

მინდა გავუსვა ხაზი კონკრეტულ განცხადებებს, არ შეიძლება „პარტიზანები“ ეძახო შენს თანამებრძოლებს. ეს არის წარმოუდგენელი დამოკიდებულება პარტიის წევრების, საკრებულოს არჩეული წევრების მიმართ.

ლევან ხაბეიშვილი არანაირ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში არ მიღებს მონაწილეობას. მეტიც, მოვუწოდებ ყველა ლიდერს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი, რომ პარტიაში იყოს ცვლილებები. მე განახლების მომხრე ვარ და ცვლილებების“,- აღნიშნავს ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებას ითხოვს. კერძოდ, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ნადირაძემ და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბრიფინგი გუშინ გამართეს, სადაც მოითხოვეს, რომ პარტიის პოლიტსაბჭო და სამდივნო ხელახლა დაკომპლექტდეს და ასევე, აირჩეს პარტიის ახალი თავმჯდომარე.

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელია. როგორც მან აღნიშნა, მზად იყო და მზად არის მონაწილეობა მიიღო ნებისმიერი ტიპის არჩევნებში. ამასთან, დასძენს, რომ არჩევნების საკითხზე პარტიაში იყო თანხმობა, მსჯელობის საგანი კი მხოლოდ ვადები და პროცედურული საკითხები იყო, "როდის და როგორც ჩატარდებოდა არჩევნები".

ნიკა მელიას თქმით, მისი კოლეგების ბრიფინგზე "ახალი არაფერი თქმულა". პარტიის თავმჯდომარემ თანაგუნდელების განცხადების ფორმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "უახლოესი პერიოდი აუცილებლად გამოაჩენს, რა იყო ამ საკითხის ამ ფორმით, ასე ნაჩქარევად გამოტანის რეალური მიზეზი და მიზანი".

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა