ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ოლივერ ვარჰეი- ჩვენ გვჭირდება ეროვნული კონსესუსი თორმეტივე პრიორიტეტზე, ეს ყოველთვის ასე იყო, ნებისმიერი კანდიდატის შემთხვევაში, არა აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ ბრძოლასა და კონიუნქტურას, ეს არის მიზანი, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი თაობა

ნახვები: 524 ოლივერ ვარჰეი- ჩვენ გვჭირდება ეროვნული კონსესუსი თორმეტივე პრიორიტეტზე, ეს ყოველთვის ასე იყო, ნებისმიერი კანდიდატის შემთხვევაში, არა აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ ბრძოლასა და კონიუნქტურას, ეს არის მიზანი, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი თაობა

ჩვენ გვჭირდება ეროვნული კონსესუსი თორმეტივე პრიორიტეტზე, ეს ყოველთვის ასე იყო, ნებისმიერი კანდიდატის შემთხვევაში, არა აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ ბრძოლასა და კონიუნქტურას, ეს არის მიზანი, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი თაობა-ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

ოლივერ ვარჰეიმ იმედი გამოთქვა, რომ ყველა პოლიტიკური პარტია დაინახავს ევროკავშირისგან უნიკალურ შეთავაზებას და გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას.

 

„დღეს მე ხმას მივაწვდენ პარლამენტის ყველა წევრს. შევხვდები პარლამენტის თავმჯდომარეს, პოლიტიკურ გუნდს და ჩემი გზავნილი იქნება იგივე, ჩვენ გვჭირდება ეროვნული კონსესუსი თორმეტივე პრიორიტეტზე. ეს ყოველთვის ასე იყო, ნებისმიერი კანდიდატის შემთხვევაში. მაგალითად, ჩემი ქვეყანა რომ ავიღოთ, უნგრეთში ეს იყო ჩვენი ეროვნული კონსესუსის შემადგენელი. არა აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ ბრძოლასა და კონიუნქტურას. ეს არის მიზანი, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი თაობა. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ მე მექნება კარგი ამბები საქართველოდან ბრიუსელისკენ წასაღებად, იმიტომ, რომ პარლამენტი არის მნიშვნელოვანი ასპექტი ამ თანხმობაში. ეს არის მნიშვნელოვანი დიდი რეფორმები, რომელიც ხორციელდება ქვეყანაში და პარლამენტის კომპეტენციაში და მანდატში ბევრი საკითხი შედის. ამიტომ, მოგვიწევს მუშაობა ერთად და იმედი მაქვს, რომ ეროვნული კონსესუსი შედგება იმ ყოველდღიური რუტინული საკითხების მიღმა. რა თქმა უნდა, მზად ვართ, დაგეხმაროთ ამ პროცესში და იმედი მაქვს, რომ როგორც ვახსენე უკვე, ყველა პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური ელიტის წევრი დაინახავს, რომ ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, უნიკალური შეთავაზება საქართველოსთვის. იმედია, ამას ყველა დაინახავს და ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ვერ გამოიყენებთ ამ შანსს",- განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა