პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

სალომე სამადაშვილი - მოქალაქეების 90%-ზე მეტი დაგვეთანხმება, ევროკომისრის შეფასება რომ "ეკონომიკა ყვავის", აცდენილია რეალობას, ასევე უცნაური იყო მისი განხადება, რომ არ იცნობს პრობლემებს, რაც აღწერილია ევროპარლამენტის დოკუმენტებში

ნახვები: 512 სალომე სამადაშვილი - მოქალაქეების 90%-ზე მეტი დაგვეთანხმება, ევროკომისრის შეფასება რომ "ეკონომიკა ყვავის", აცდენილია რეალობას, ასევე უცნაური იყო მისი განხადება, რომ არ იცნობს პრობლემებს, რაც აღწერილია ევროპარლამენტის დოკუმენტებში

მოქალაქეების 90%-ზე მეტი დაგვეთანხმება, ევროკომისრის შეფასება რომ "ეკონომიკა ყვავის" აცდენილია რეალობას, ასევე უცნაური იყო მისი განცხადება, რომ არ იცნობს პრობლემებს, რაც აღწერილია ევროპარლამენტის დოკუმენტებში,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოლივერ ვარჰეის განცხადებები არის აცდენაში საერთო აზრთან, რომელიც არის ჩამოყალიბებულია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ევროკავშირში და არავინ უნდა მოიტყუოს თავი, რომ პრობლემების გადაჭრის გარეშე ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

"მგონი, საქართველოს მოქალაქეების 90 პროცენტზე მეტი, ვინც გუშინ მოისმინა, რომ ეკონომიკა ყვავის მაშინ, როცა ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს აწუხებთ სწორედ ეკონომიკური პრობლემები და უმუშევრობა, დაგვეთანხმება, რომ ეს შეფასება იყო აცდენილი რეალობას. ასევე ჩემთვის ძალიან უცნაური იყო განაცხადი ევროკომისრის მხრიდან, რომ მას არ სმენია მაგალითად, პოლიტიზირებული მართლმსაჯულების პრობლემებზე. მან განაცხადა, რომ არ იცნობს პრობლემებს, რაც აღწერილია ევროპარლამენტის ანგარიშებში და რეზოლუციებში. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მისი შეფასებები გუშინ იყო უცნაური არამხოლოდ ჩემთვის, არამედ ბევრი მისი კოლეგისთვისაც და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ევროპარლამენტის წევრებისთვის. გუშინ გაჟღერებული შეფასებები არის აცდენაში საერთო აზრთან, რომელიც არის ჩამოყალიბებული ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ევროკავშირში და ჩვენ არ უნდა მოვიტყუოთ თავი, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს შანსი მიიღოს კანდიდატის სტატუსი იმ პრობლემების გადაჭრის გარეშე, რომელიც აღწერილია ევროპარლამენტის მიერ, რომელსაც მხარს უჭერს "ქართული ოცნების" პარტნიორი პარტია "სოციალისტური პარტია" და ყველა სხვა ძირითადი პოლიტიკური ჯგუფი. "ქართულ ოცნებას " შემიძლია კიდევ ერთხელ მოვუწოდო, საბოტაჟს ნუ უწევს ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, ყურადღებით გაეცნოს ყველა პრობლემას, რაც ჩამოთვლილია ევროპელი კოლეგების მხრიდან და დაიწყოს მათი მოგვარება,"- განაცხადა სამადაშვილმა.

კითხვაზე, რატომ არ შეხვდა გუშინ ოლივერ ვარჰეის, სამადაშვილი პასუხობს, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკაა განსაზღვროს ოპოზიციის რომელი წარმომადგენელი ესწრება შეხვედრას.

"რამდენადაც მე არ ვარ ოფიციალურად „ლელოს“ პოლიტიკური ჯგუფის წევრი, რადგან რეგლამენტი ამის შესაძლებლობას არ მაძლევს, თავმჯდომარის კაბინეტმა დაადგინა, რომ მე არ მექნებოდა შესაძლებლობა ამ შეხვედრაში მონაწილეობის", - აღნიშნა მან.

კითხვაზე, ხომ არ გრძნობს უხერხულობას თავის განცხადების გამო, რომ ევროკომისარი წარდგენილია ორბანის პარტიის მიერ, რომელიც რუსეთის ინტერესებთან არის დაკავშირებული, სამადაშვილი პასუხობს, რომ ის აღწერს ფაქტებს, რომ ის წარმოადგენს პოლიტიკურ ძალას, რომელიც გარიყულია ევროპაში, შესაბამისად, ამ პოლიტიკური ძალის პოზიცია არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს და ამისთვის აუცილებელია პრობლემების გადაჭრა.

"ოლივერ ვარჰეი ორბანის პარტიის წარმომადგენელია, ევროკომისრის პოსტზე დასახელებულია ორბანის ხელისუფლების მიერ, მაღალ თანამდებობებს იკავებდა მის პარტიაში და ფაქტების აღწერა, რომ ის წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც გარიყულია ევროპაში, გარიცხულია "ევროპის სახალხო პარტიიდან" და რომ ამ პოლიტიკური ძალის პოზიცია არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს კანდოდატის სტატუსი, ეს პოზიცია მქონდა გუშინ, მაქვს დღეს და მექნება ყოველთვის, რადგან არავინ უნდა მოატყუოს "ქართულმა ოცნებამ", რომ თუ უმძიმესი გამოწვევები არ გადაიჭრა, წარმატებას მივაღწევთ სტატუსის მიღებაში, ეს არის ტყუილი,"- განაცხადა სამადაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა