ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

დავით მათიკაშვილი ენმ-ის კანონპროექტზე-ეს უფრო ოლიგარქების დაცვის კანონპროექტია

ნახვები: 528 დავით მათიკაშვილი ენმ-ის კანონპროექტზე-ეს უფრო ოლიგარქების დაცვის კანონპროექტია

„ნაცმოძრაობის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი არის არა დეოლიგარქიზაციის, არამედ ოლიგარქების დაცვის შესახებ კანონპროექტი - სამართლებრივ დონეზე იმდენად აბსურდული კანონპროექტია, რომ ამას იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტიც არ დაწერდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც დეოლიგარქიზაციის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს გამოეხმაურა.


გარდა ამისა, როგორც მათიკაშვილი აღნიშნავს, ის ვერ შეეხება ბიძინა ივანიშვილს.

„ნაცმოძრაობის“ წარმოდგენილ დოკუმენტს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს ნამდვილად ვერ ვუწოდებ. ეს უფრო ოლიგარქების დაცვის კანონპროექტია. დასხდნენ ეტყობა, იფიქრეს, რა ექნებათ, აშკარა იყო, რომ მათ დამფინანსებელ ოლიგარქ კეზერაშვილს კარგი დღე არ დაადგება მას მერე, რაც დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი შევა ძალაში და მოიფიქრეს ისეთი დოკუმენტი, სადაც არის დაცვა ოლიგარქების, რომელიც აბსურდია, როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ამ აბსურდის თეატრში ჩვენც რომ მივიღოთ მონაწილეობა, ის არანაირად არ ეხება და ვერ შეეხება ბიძინა ივანიშვილს. ეს არის მცდელობა, რომ ნახევარ ჭიქა წყალში ქარიშხალი მოაწყონ, ე.წ. სატოპკეები აწიონ და ამ თემაზე გამუდმებით ისაუბრონ,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტს ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დეოლიგარქიზაციის შესახებ პროექტის საკუთარი ვარიანტი წარუდგინა.

„ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ“ - ასე ეწოდება საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ბიუროს 21 ნოემბრის სხდომაზე დაინიცირდება.

„ნაციონალური მოძრაობის" მიერ შეთავაზებული პროექტის თანახმად, ოლიგარქი არის პირი, რომელიც აკმაყოფილებს სულ მცირე სამ შემდეგ პირობას და ახორციელებს ზეგავლენას საჯარო უფლებამოსილების ორგანოებზე ან მათ თანამდებობის პირებზე:

ა) პირდაპირ ან ირიბად ახორციელებს პოლიტიკურ საქმიანობას;

ბ) მისი ოჯახის წევრები ან დაკავშირებული პირები, მის მფლობელობაში არსებულ

იურიდიულ სუბიექტებში დასაქმებული პირები იკავებენ სახელმწიფო-პოლიტიკურ,

პოლიტიკურ ანდა სახელმწიფო თანამდებობებს;

გ) პირდაპირ ან ირიბად (მათ შორის მისი გავლენის ქვეშ მყოფი ორგანიზაციის

მეშვებით) ახორციელებს მნიშვნელოვან ზეგავლენას მედია მომსახურების საშუალებებზე;

დ) წარმოადგენს საბოლოო ბენეფიციარ მესაკუთრეს სამეწარმეო საქმიანობის

სუბიექტის, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არის ბუნებრივი

მონოპოლიები სუბიექტი ან უკავია დომინანტური (მონოპოლიური) მდგომარეობა

ბაზარზე კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) პირის ანდა სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მფლობელი პირის

დადასტურებული აქტივები აღემატება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,35%, ანდა

მას, მისი ოჯახის წევრებს და დაკავშირებულ პირებს საკუთრებაში აქვთ საქართველოს

მიწის რესურსის 7%-ზე მეტი.

ვ) სანქცირებულია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის და

ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოს, ამ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ან

საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა