ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მამუკა გამყრელიძე - კრემლი მოქმედებს კლასიკური ტერორისტული მეთოდით, ხელოვნურად იწვევს ბირთვულ კრიზისს, რათა მოლაპარაკებებში ჩაითრიოს აშშ და ნატო

ნახვები: 514 მამუკა გამყრელიძე - კრემლი მოქმედებს კლასიკური ტერორისტული მეთოდით, ხელოვნურად იწვევს ბირთვულ კრიზისს, რათა მოლაპარაკებებში ჩაითრიოს აშშ და ნატო

„უაღრესად მნიშვნელოვანია, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებასთან დაკავშირებით. ეს არის პირველი დოკუმენტი, სადაც გაჩნდა მკვეთრი ჩანაწერი, შეიქმნას საერთაშორისო ტრიბუნალი, რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების შესაფასებლად და დამნაშავეების დასასჯელად“, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის შეფასებით, რუსეთი ცდილობს, რომ მოლაპარაკებებში ჩართოს აშშ და ნატო, რათა თავიდან აირიდოს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა უკრაინის პირისპირ.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩანაწერი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, რომ უნდა მოხდეს რეპარაციების გადახდა რუსეთის მხრიდან უკრაინისთვის და მთავარი - საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების შესაფასებლად და დამნაშავეების დასასჯელად. ეს არის უაღესად მნიშვნელოვნი დოკუმენტი. მართალია ამერიკის შეერთებული შტატების და საფრანგეთის ლიდერები არ იყვნენ მზად ამ მკვეთრი ნაბიჯის გადასადგმელად, რასაც აცხადებდნენ კიდეც ოქტომბერში, მაგრამ დღეს უკვე მათი ქვეყნების წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომლის მიღება მოხდა ნატო-ს 30 -ვე ქვეყნის დელეგაციების მიერ. რუსეთი რომ ტერორისტული სახელმწიფოა, ამის საუკეთესო მაგალითია განცხადება, რომელიც დღეს გაკეთდა რუსეთის ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელის ალექსეი ლიხაჩევის მიერ. ეს განაცხადი კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის ტერორისტულ ბუნებას. რუსეთმა ორი დღის წინ განახორციელა მასიური სარაკეტო დარტყმები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ინფრასტრუქტურაზე, მიაყენა მას ძალიან მძიმე დაზიანებები. დღეს რუსეთის ატომური სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებობს ბირთვული კატასტროფის საფრთხე. მან მოუწოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩაერთოს მოლაპარაკებებში, რათა თავიდან იქნას აცილებული ბირთული საფრთხე.

ეს არის ტერორისტული სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი თვისება, როდესაც ხდება კრიზისის ხელოვნურად გამოწვევა და შემდეგ არის მცდელობა, მოლაპარაკებში ჩაითრიონ ის მხარე, ვინც არის ზემოქმედების სამიზნე.

რუსეთი ცდილობს, მოლაპარაკებებში ჩართოს ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო, რათა თავიდან აირიდოს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა უკრაინის პირისპირ. კრემლის მიზანია, ბირთვული საფრთხის შანტაჟით მოლაპარაკებებზე დაიყოლიოს ამერიკის შეერთებული შტატები, რათა მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტას უკრაინის ფრონტზე, რაც ეგზისტენციალური აუცილებლობაა რუსეთისთვის, რომელიც სასტიკად მარცხდება ამ ომში“, - განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, სადაც ეთანხმება უკრაინის მოწოდებას, აღიარონ რუსეთი ტერორისტულ ქვეყნად. ამას წინ უძღოდა ევროპარლამენტში რეზოლუციის შეთანხმება, რომელიც რუსეთს ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ განიხილავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა