ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky
Khmara, Pistorius discuss Ukraine's key needs to protect critical infrastructure
UK to provide GBP 54M in winter support to Ukraine

მსახიობი თამარ სხირტლაძე გარდაიცვალა

ნახვები: 555 მსახიობი თამარ სხირტლაძე გარდაიცვალა

93 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი თამარ სხირტლაძე. ამის შესახებ მარჯანიშვილის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

თამარ სხირტლაძე 1929 წლის 2 მაისს ლაგოდეხში დაიბადა. 1949 დაამთავრა თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებული დრამატული სტუდია. შემდგომში კი, გახდა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი.

თამარ სხირტლაძეს მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ სპექტაკლებსა და ფილმებში, როგორებიცაა: „კაცია-ადამიანი?!“, „მოძღვარი“, „მეფე ლირი“, „ადამიანთა სევდა“, „ფესვები“, „ლუკას სახარება“ და „ნუცას სკოლა“.

2010 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წინ საზეიმოდ გაიხსნა თამარ სხირტლაძის ვარსკვლავი. 2019 წელს მას მიენიჭა „წლის პერსონის“ წოდება ჯაზ-მომღერალ გიული ჩოხელთან ერთად. ასევე დაჯილდოებულია საქართველოს თეატრალური საზოგადოებისგან „ლიზა ჩერქეზიშვილის სახელობის ჯილდოთი“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა