გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

დმიტრო კულება - ჩვენი პარტნიორების ერთგულებას ძალიან ვაფასებთ, მაგრამ უკრაინა იხდის ყველაზე მაღალ საფასურს ამ ომში, ნუ ცდილობთ, დაგვარწმუნოთ, რომ ჩვენ შეიძლება, წავაგოთ

ნახვები: 560 დმიტრო კულება - ჩვენი პარტნიორების ერთგულებას ძალიან ვაფასებთ, მაგრამ უკრაინა იხდის ყველაზე მაღალ საფასურს ამ ომში, ნუ ცდილობთ, დაგვარწმუნოთ, რომ ჩვენ შეიძლება, წავაგოთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება პარტნიორებს მოუწოდებს, პატივი სცენ საფასურს, რომელსაც უკრაინელი ხალხი რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის იხდის. ამის შესახებ კულებამ ფრანგულ გამოცემა Le Parisien-თან ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, კულებამ ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინა აფასებს პარტნიორების ერთგულებას.

„როგორც არ უნდა იყოს ჩვენი პარტნიორების ერთგულება, რომელსაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ, სწორედ უკრაინა იხდის ყველაზე მაღალ საფასურს ამ ომში. კარგავს სიცოცხლეს, განიცდის ტანჯვას თავის მიწაზე, იცავს საკუთარ თავისუფლებას. საჭიროა ამ მსხვერპლის პატივისცემა. გსურთ დახმარება? – დაგვეხმარეთ. ნუ ცდილობთ, დაგვარწმუნოთ, რომ ჩვენ შეიძლება, წავაგოთ. არ ვიცი ისტორიაში არც ერთი მაგალითი, როდესაც პესიმისტებმა ომში გაიმარჯვეს“, – განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

კულებამ მოუწოდა მოკავშირეებს, ძალისხმევა მიმართონ გამარჯვებისკენ და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ, რაც მისი თქმით, სავსებით მიღწევადია.

„ატლანტიკისა და ევროპის რამდენიმე გამოჩენილ გენერალს მტკიცედ სჯეროდა, რომ თებერვალში, რუსეთს დასჭირდებოდა მაქსიმუმ ერთი კვირა კიევის ოკუპაციისთვის და უკრაინის კონტროლის ქვეშ მოქცევისთვის. ამიტომ, დღეს როდესაც მესმის პესიმისტური შეფასებები, ვთხოვ ყველას, საკუთარი ენერგია მიმართონ იმისკენ, რომ ხელი შეუწყონ გამარჯვებას და არ ეძებონ შესაძლო წარუმატებლობის მიზეზები“, – აღნიშნა კულებამ.

რაც შეეხება რუსეთთან მოლაპარაკებებს, კულებას განცხადებით, რუსეთმა არ უნდა აურიოს მოლაპარაკებები ულტიმატუმებთან.

„ვიდრე რუსეთი არ იქნება მზად სერიოზული და გულწრფელი საუბრისთვის, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას აზრი არ აქვს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დმიტრო კულებამ ასევე აღნიშნა, რომ არც ერთი მსოფლიო ლიდერი არ უბიძგებს უკრაინას, მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოლაპარაკებებისკენ.

„ყველას ესმის, რომ მსოფლიო უნდა იყოს სამართლიანი. სამართლიანი მსოფლიო კი, იწყება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენიდან. ეს მიზანი სავსებით მიღწევადია“, – განაცხადა მან.

კულებამ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას პარტნიორები არა მხოლოდ იარაღს აწვდიან, არამედ მუშაობენ მესამე ქვეყნებთან მათგან აღჭურვილობის შესაძენად და უკრაინისთვის მისაწოდებლად.

„ამ მესამე ქვეყნების უმეტესობა საჯაროდ ამბობს, რომ არაფერს გვაწვდის, თუმცა კულისებს მიღმა ყველაფერი ხდება“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა