პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

პაატა მანჯგალაძე - ალუდა ღუდუშაური თავიდან ლიტერატურული პერსონაჟი მეგონა

ნახვები: 515 პაატა მანჯგალაძე - ალუდა ღუდუშაური თავიდან ლიტერატურული პერსონაჟი მეგონა

ილია ჭავჭავაძე ამბობდა, უმოძრაო წყალში ჭია-ჭუა და ქვეწარმავლები იციანო, ზუსტად ამ უმოძრაო წყალში გაჩენილი ქვემძრომები და ჭია -ჭუები არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძე „სტრატეგია აღმაშენებელზე" უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თავდასხმის სამიზნე იმის გამო გახდნენ, რომ „ქართული ოცნება" ამხილეს.

„ჩვენ გავხდით სამიზნე არამხოლოდ იმის გამო, რომ ომბუდსმენის შერჩევის პროცესს გამოვუცხადეთ უნდობლობა, არამედ იმის გამოც, რომ ჩვენ ვამხილეთ ის შეთქმულება, რომელშიც ჩართულია „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერები. „ქოცურად“ პატრიოტიზმი არის დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმა, იმ ოპოზიციაზე, რომელიც ნატო-ში და ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციას უჭერს მხარს. ვაშაძეზე გაკეთებულ განცხადებებს რაც შეეხება, ალუდა ღუდუშაური თავიდან ლიტერატურული პერსონაჟი მეგონა, „დავგუგლე“ და საერთოდ ვერაფერი გავიგე ვინ იყო იქამდე, ვიდრე პარლამენტის წევრი გახდებოდა. რაც შეეხება გიორგი ვაშაძეს, ის არის ორი წარმატებული რეფორმის ავტორი საქართველოში და უკრაინაში. როცა ღუდუშაური ვაშაძეს აკრიტიკებს, უნდა ვნახოთ, ვის რა გაუკეთებია და ეს ხდება იმის გამო, რომ ყოველდღიურად ამხელს „სტრატეგია აღმაშენებელი“ იმ შეთქმულებას, რაშიც მონაწილეობს „ქართული ოცნება" რუსეთთან ერთად“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, როგორც სამთვიანი სამუშაო პროცესიდან ვერ გამოიტანა ოპოზიციამ ვერაფერი, ისე ვერ გამოიტანს ოპოზიცია შედეგს ამ მოლაპარაკებებიდან, რომელიც ომბუდსმენის კანდიდატურასთან დაკავშირებით იმართება.

„მათთან არ ჭრის არანაირი სამართლებრივი და პოლიტიკური არგუმენტი, მათ აქვთ ერთი მიზანი, რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნონ ხელისუფლება და ამისთვის მზად არიან სული მიყიდონ ლუციფერს ანუ რუსეთს. ხელს მოაწერენ ყველაფერზე, ახლა ამოიჩემეს სლოგანი "მშვიდობა" ("მშვიდობის ქალაქი"). "ქოცური" და მონური მშვიდობა კი არ სჭირდება საქართველოს, მას სჭირდება მშვიდობა, რაც გარანტირებული იქნება ნატოს და ევროკავშირის ძალისხმევით. იცით ცარიელი მშვიდობა რა არის, რას ამბობდა ილია ჭავჭავაძე, რომ უმოძრაო წყალში ჭია- ჭუა და ქვეწარმავლები იციან, ზუსტად ამ უმოძრაო წყალში გაჩენილი ქვემძრომები და ჭია - ჭუები არიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა