ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ალექსეი არესტოვიჩი - თუ სააკაშვილი ციხეში დაიღუპება, საქართველოს ხელისუფლება ამას ვერასდროს ჩამოირეცხავს

ნახვები: 527 ალექსეი არესტოვიჩი - თუ სააკაშვილი ციხეში დაიღუპება, საქართველოს ხელისუფლება ამას ვერასდროს ჩამოირეცხავს

საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილის ნელი განადგურება გადაწყვიტა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

„სააკაშვილი თავისი სურვილით ჩავიდა საქართველოში და ხელისუფლების ხელში ჩაუვარდა. მისი მოკვლის ეშინიათ, გადაცემისაც ეშინიათ, ამიტომ გადაწყვიტეს, ნელა განადგურება. მით უმეტეს, რომ ამის დამტკიცება ძალიან რთული იქნება. ისინი იტყვიან, რომ რას ამბობთ, გავაკეთეთ ყველაფერი, დავიცავით ყველა ნორმა, ექიმი დღეში ორჯერ მიდიოდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.

მისი თქმით, სააკაშვილი ისეთი მასშტაბის ფიგურაა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ყველა ადამიანს გადაწონის, ეშინიათ მისი და არ იციან, როგორ მოიქცნენ.

კითხვაზე, უნდა ჩაერიოს თუ არა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, არესტოვიჩმა უპასუხა, რომ არ იცის, შეუძლია თუ არა ამ სიტუაციაში რაიმეს გაკეთება პრეზიდენტ ზელენსკის, "ეს მისი გადასაწყვეტია".

მისი თქმით, საქართველოს მთავრობას შესთავაზებდა, რომ სააკაშვილი მესამე ქვეყანას გადასცენ.

„იმ ინფორმაციით, რაც მე მაქვს, შევთავაზებდი მის გადაყვანას მესამე ქვეყანაში, მაგალითად, ავსტრიაში, რათა სრულფასოვანი მკურნალობა ჩაუტარდეს. ერთის მხრივ, ეს საშუალებას მისცემს ქართულ მხარეს სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, მაგრამ ასევე მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. ამას ვთავაზობ ქართულ მხარეს, რადგან მათ არ უნდათ, რომ ციხეში მოკვდეს, ამის შემდეგ გაასამართლონ, მაგრამ გადასცენ მესამე მხარეს. ამით თქვენ თავიდან აიცილებთ ეჭვს, რომ თქვენ ის მოწამლეთ ან გინდათ სიკვდილამდე მიიყვანოთ. ასე რომ, მოდით - სრულყოფილი მკურნალობა პლუს სამართლიანობა“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.

მისი თქმით, თუ სააკაშვილი ციხეში დაიღუპება, ამას საქართველოს ხელისუფლება ვერასდროს ჩამოირეცხავს.

„თუკი ის ციხეში დაიღუპება, მოდით პირდაპირ ვთქვათ, საქართველოს ხელისუფლება ამას ვერასდროს ჩამოირეცხავს, როგორი მტკიცებულებებიც არ უნდა წარმოადგინონ, რომ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ არ დაღუპულიყო“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა