ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილის მეგობრები, შინ და გარეთ ცდილობენ, აარიდონ მას ის სამართლიანი სასჯელი, რომელიც ქართულმა მართლმსაჯულებამ გამოუტანა

ნახვები: 530 შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილის მეგობრები, შინ და გარეთ ცდილობენ, აარიდონ მას ის სამართლიანი სასჯელი, რომელიც ქართულმა მართლმსაჯულებამ გამოუტანა

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეგობრები ცდილობენ, ყველანაირად აარიდონ მას იმ სამართლიანი სასჯელი, რომელიც ქართულმა მართლმსაჯულებამ გამოიტანა. მან მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას მხრიდან ლობისტური კომპანიის დაქირავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია შეაფასა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის მხარდამჭერები ცდილობენ, ჯანმრთელობის მდგომარეობა „პიარის“ საკითხი გახადონ.

„სამწუხაროდ, დიდი ხანია სააკაშვილის მხარდამჭერები ცდილობენ, რომ ეს საკითხი სამართლებრივ ფარგლებს გარეთ გაიტანონ და „პიარის“ საკითხი გახადონ, ეს ფაქტიც ამაზე მეტყველებს. ამ ლობისტური საქმიანობის შედეგებს ნახავთ მალე, ალბათ, სხვადასხვა სახის განცხადებებში გამოჩნდება. რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში სააკაშვილთან დაკავშირებით ვხედავთ, არის ის, რომ მისი მეგობრები, შინ და გარეთ ცდილობენ, ყველანაირად აარიდონ მას ის სამართლიანი სასჯელი, რომელიც ქართულმა მართლმსაჯულებამ გამოუტანა, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, რომელიც „გირგვლიანის საქმეს“ შეეხებოდა. ზოგადად, ვიდრე სააკაშვილი უკანონოდ შემოვიდოდა საქართველოში, მანამდე მფარველობას ვხედავდით. ახლა, მას შემდეგ, რაც ის მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში არის, მის მიმართ არის გარკვეული მფარველობა, რომ რამენაირად დაიხსნან იმ კანონიერი სასჯელისგან, რომელიც მის წინააღმდეგ არის გამოტანილი“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ცენტრ „ემპათიას“ მიერ გასაჯაროებულ დასკვნას, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ამ ორგანიზაციას და მის ხელმძღვანელს არ ენდობა.

„რაც შეხება სამედიცინო დასკვნებს, მე არ ვარ ამ დარგის სპეციალისტი, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი. ამას შესაბამისი სპეციალისტები შეხედავენ. „ემპათიასთან“ დაკავშირებით არაერთხელ მითქვამს, მათ შორის მის ხელმძღვანელთან დაკავშირებით, ვიდრე პოლიტიკაში მოვიდოდი, მახსოვს, „ემპათია“ და მის ხელმძღვანელი „ბაჩალეიშვილის საქმეზე“, „შაქარიშვილის საქმეზე“, მთელ საზოგადოებას ახსოვს, რამხელა სიყალბე იყო მათი მხრიდან. ოჯახებს არ ინდობდნენ ისეთი სახის განცხადებებს აკეთებდნენ, ვითომ საექსპერტო დასკვნებს, რაც აბსოლუტური ტყუილი იყო. დადასტურდა კიდეც, რომ ეს ტყუილი იყო. დასკვნის შინაარს ვერ შევაფასებ, ამისთვის სპეციალისტები არსებობენ, თუმცა, პირადად, საქართველოს მოქალაქეს არანაირი ნდობა ამ ორგანიზაციისა და მისი ხელმძღვანელის მიმართ არ მაქვს, რადგან ვნახეთ მათი სიყალბე ბაჩალეიშვილისა და შაქარიშვილის საქმეზე“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა