ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

კელი დეგნანი - მთავარია, რომ ხელისუფლებამ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით

ნახვები: 535 კელი დეგნანი - მთავარია, რომ ხელისუფლებამ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით

მთავარია, რომ ხელისუფლებამ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით , - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის საელჩო განაგრძობს ადვოკატირებას, რომ სააკაშვილმა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა და დაცული იყოს მისი უფლებები.

„ჩვენ ვაგრძელებთ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესზე დაკვირვებას. ვეცნობით ახლახან მიღებულ დასკვნას, ისევე როგორც სხვები. საკმაოდ ვრცელი დასკვნაა და ნაწილი ჯერ კიდევ არ თარგმნილა ინგლისურ ენაზე. მთავარია, რომ ხელისუფლებამ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი ამ ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ჩვენ ყველა ველოდით სანდო სამედიცინო დასკვნას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ვიცოდეთ რა არის მისთვის საუკეთესო.

არაერთხელ გვითქვამს, რომ მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, სააკაშვილი იღებდეს სამედიცინო დახმარებას, რომელიც მას სჭირდება და რომ მისი უფლებები იყოს დაცული. ჩვენ გავაგრძელებთ მოწოდებას მთავრობისადმი, რომ გადადგას შესაბამისი ნაბიჯები ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა