ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - სისუსტე აქვს და სრული უმადობა

ნახვები: 525 გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - სისუსტე აქვს და სრული უმადობა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს კვლავ სისუსტე და ტემპერატურა აღენიშნება.

როგორც მან კლინიკა „ვივამედში“ მისი მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილს ასევე სრული უმადობა აქვს.

„ისევ იგივე მდგომარეობაა. როგორც წესი, დაბალი სიცხით იწყება ხოლმე დილა. სისუსტე აქვს, სრული უმადობა. ჭამა არ უნდა, თავს ძალას ატანს. სასამართლო არის და იმედი მაქვს, რომ პროცესი გაიმართება, ამას ველოდები“, - განაცხადა ალასანიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, სხდომა 14 დეკემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა