ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky
Khmara, Pistorius discuss Ukraine's key needs to protect critical infrastructure
UK to provide GBP 54M in winter support to Ukraine

ნიკა მელია - მოხარული ვარ, რომ პოლიტიკური საბჭოს იმ წევრებმა, რომლებიც დღემდე სხვა პოზიციაზე იყვნენ, რიგ საკითხებზე შეიცვალეს დამოკიდებულება

ნახვები: 555 ნიკა მელია - მოხარული ვარ, რომ პოლიტიკური საბჭოს იმ წევრებმა, რომლებიც დღემდე სხვა პოზიციაზე იყვნენ, რიგ საკითხებზე შეიცვალეს დამოკიდებულება

მოხარული ვარ, რომ კრიტიკულ სიტუაციაში პარტიამ გამოავლინა უპრეცედენტო ერთობის უნარი კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო. მოხარული ვარ, რომ პოლიტიკური საბჭოს იმ წევრებმა, რომლებიც დღემდე იყვნენ სხვა პოზიციაზე, შეიცვალეს დამოკიდებულება რიგ საკითხებზე, მათ ეს ეტყობათ რიტორიკაში, კარგი იქნებოდა, რომ აქამდეც მოგვეხერხებინა ეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მელიას თქმით, „ხვალიდან პარტიის მხრიდან კონსენსუსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება მოხდება“.

„რაც შეეხება გენერალურ მდივანს, მას აქვს წვდომა ყველა ფინანსურ, მატერიალურ რესურსზე, განსხვავებით პარტიის თავმჯდომარისგან. მიმაჩნია სწორ გადაწყვეტილებად, რომ აბსოლუტურად ნეიტრალურ ადამიანს დაეკისრება არჩევნებამდე ამ უფლებამოსილების განხორციელება. ეს შეეხო არა მხოლოდ პეტრე ცისკარიშვილს, არამედ ზურაბ მელიქიშვილს“, – განაცხადა მელიამ.

ამასთან, ნიკა მელიას თქმით, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნება.

„ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სასამართლოს საბოლოო ვერდიქტის გამოტანის თარიღი არის მნიშვნელოვანი, მანამდე გაიმართება პროცესები, მაგრამ უმნიშვნელოვანესია ბოლო თარიღი. ეს არის მიხეილ სააკაშვილის, მისი ოჯახის თხოვნა. უკანასკნელი ოთხი თვის განმავლობაში, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა მოდიოდა თანხვედრაში ადვოკატების გეგმასთან არა იმიტომ, რომ ჩვენ დავსხედით და ასე მოვიფიქრეთ, ბუნებრივად შეიქმნა ის მდგომარეობა, რომელიც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებას.  პარტიას ვიცავთ პირობას. ვისურვებ, „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრ წევრში იყოს ის წადილი და სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტად აქტიურები იყვნენ. შეიძლება, დამაბრალო ყველაფერი, მაგრამ ეს პრეტენზია აბსოლუტურად მიუღებელია. თუ ვინმეს სურვილი ჰქონდა, სხვაგან გაეშვირა თითი და პრეტენზია პრეტენზიისთვის გაეცხადებინა, ესეც მისაღებია. ყველა ადამიანს აქვს თავისი უფლება. ჩემთვის მნიშვნელოვანი სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩეს“, – განაცხადა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის კობა ნაყოფიას განცხადებით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების თარიღად 28-29 იანვარი განისაზღვრა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა