ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky
Khmara, Pistorius discuss Ukraine's key needs to protect critical infrastructure
UK to provide GBP 54M in winter support to Ukraine

ბექა დავითულიანი სააკაშვილზე - არ უნდა ჩაიდინო ისეთი რამე, მერე ციხეში ჯდომა გაგიჭირდეს

ნახვები: 555 ბექა დავითულიანი სააკაშვილზე - არ უნდა ჩაიდინო ისეთი რამე, მერე ციხეში ჯდომა გაგიჭირდეს

ადამიანს არ მოსწონს ციხეში ჯდომა - მესმის, არ უნდა ჩაიდინო ისეთი რამე, რომ მერე ციხეში ჯდომა გაგიჭირდეს. მიხედოს თავის თავს, თავის ჯანმრთელობას და ფსიქიკას, მიირთვას და გახდეს ცოტა უკეთ - 14 დაავადებიდან არც ერთია ისეთი, რომელიც სასჯელის მოხდის გადავადების საფუძველია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.


კითხვაზე, თუ ყველაფრის განკურნება შესაძლებელია საქართველოში, რატომ უარესდება მისი მდგომარეობა, დავითულიანი აცხადებს, რომ "არ ვიცით მძიმდება თუ არ მძიმდება, ეს არავინ იცის".

"ინფორმაცია, რა სჭირს მიხეილ სააკაშვილს ისეთი მძიმე, რომ აუცილებელია მისი სასჯელის გადავადება, არათუ მე, მის ოჯახის წევრებსაც არ გააჩნია. ვერც ერთ მძიმე დაავადებას ვერ ასახელებენ და მე საიდან უნდა გამაჩნდეს ასეთი ინფორმაცია. რა ვიცი, ადამიანი ზის და არ მოსწონს ციხეში ჯდომა - მესმის, არ უნდა ჩაიდინო ისეთი რამე, რომ მერე ციხეში ჯდომა გაგიჭირდეს. რა ვქნა, მიხედოს თავის თავს, თავის ჯანმრთელობას და ფსიქიკას, მიირთვას და გახდეს ცოტა უკეთ.

რა სჭირს ისეთი, რასაც არ ეშველება ამ ქვეყანაში? მეც შემიძლია გავიუარესო ჩემი ჯანმრთელობა, ვიშიმშილო 300 დღე ჩემს ოთახში, საერთოდ არ მოვხვდე ჩაკეტილ სივრცეში ისე. რა დაავადება სჭირს ადამიანს ისეთი, რომელსაც საქართველოს კლინიკები და ქართველი ექიმები ვერ უშველიან, მე ასეთი ინფორმაცია არ გამიგია არავისგან", - განაცხადა დავითულიანმა.

ჟურნალისტებმა მას შეახსენეს მიხეილ სააკაშვილის ბოლო დღეებში გავრცელებული ფოტოებიც, რომელიც აგვისტოს ბოლოს არის გადაღებული და მისი დაავადების სიმძიმეზე ჰკითხეს.

"რომელი ფოტოები? - გამხდარი რომ არის? რა სჭირს? დაავადებას სახელი ხომ გააჩნია, რის გამოც ხდება სასჯელის გადავადება. 14 დიაგნოზიდან რომელია მძიმე? არც ერთი ისეთი დაავადება არ წერია იმ 14 დაავადებაში, რომელიც საფუძველია სასჯელის მოხდის გადავადების,"- განაცხადა დავითულიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა