მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება
გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს

ჯუანშერ ბურჭულაძე:თავდაცვის მინისტრი - ჩემთვის ყველა ადამიანი, ვინც იდეისთვის იბრძვის და თუ ეს იდეა არის ქვეყანა, საქართველო, სამშობლო, გმირია

ნახვები: 558 ჯუანშერ ბურჭულაძე:თავდაცვის მინისტრი - ჩემთვის ყველა ადამიანი, ვინც იდეისთვის იბრძვის და თუ ეს იდეა არის ქვეყანა, საქართველო, სამშობლო, გმირია

ჩემთვის ყველა ადამიანი, ვინც იდეისთვის იბრძვის და თუ ეს იდეა არის ქვეყანა, საქართველო, სამშობლო, ყველა არის გმირი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მთავრობას არცერთი დაღუპული გმირის ოჯახის წევრი არ დაუტოვებია ყურადღების გარეშე.

„ჩვენ არცერთი დაღუპული გმირის ოჯახის წევრი არ დაგვიტოვებია ყურადღების გარეშე. მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრი გახდა თავდაცვის მინისტრი, შემდეგ მე თავდაცვის მინისტრი, ეს პოლიტიკა გაგრძელდა. თქვენ ალბათ ესწრებით ხოლმე შეხვედრებს ოჯახებთან, იმ დღეებში როდესაც ჩვენ გვიწევს რამდენიმე ოჯახთან შეხვედრა, იქ ძალიან დიდი ყურადღებით ვიწერთ ყველა კითხვასა და თხოვნას და ვასრულებთ. ეს არის ჩვენი პოლიტიკა გმირების მიმართ. პირადად მე ეს კვალიფიკაცია მივეცი ამ ბიჭებს და ვთქვი, რომ არიან გმირები. ჩემთვის ყველა ადამიანი, ვინც იდეისთვის იბრძვის და თუ ეს იდეა არის ქვეყანა, საქართველო, სამშობლო, ყველა არის გმირი. მზაობა ჩვენ გვაქვს, რომ შევხვდეთ ამ ხალხის ოჯახის წევრებს,“- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, არის თუ არა რუსეთი მტერი, მინისტრის თქმით, ეს კითხვა არ არის რელევანტური.

„ქვეყნის 20% არის ოკუპირებული. თავდაცვის მინისტრისგან რომ გაიგებთ, ეს შეცვლის რამეს? თქვენ როგორ ფიქრობთ არის? თქვენ ფიქრობთ, საზოგადოების რაიმე დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ასე არაა? არ გპასუხობთ [პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე] იმიტომ, რომ არ მიიჩნევს დროულად ამ კითხვას. კითხვა უნდა იყოს რელევანტური. არცერთი ლიდერისგან მე პირადად არ მომისმენია ეს შეფასება, რომ იქ ვინც იბრძვის, იბრძვიან ფულის გამო. შეიძლება ასეთი შემთხვევა იყოს, ყველგან ხდება, ეს ნორმალურია. ახლა აკეთებთ ამის არასწორ ინტერპრეტაციას“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა