ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

გიორგი სააკაშვილი:გამოტანილია სასიკვდილო განაჩენი, ვუყურებთ სიკვდილით დასჯის ქრონიკას

ნახვები: 522 გიორგი სააკაშვილი:გამოტანილია სასიკვდილო განაჩენი, ვუყურებთ სიკვდილით დასჯის ქრონიკას

გამოტანილია სასიკვდილო განაჩენი, ჩვენ ვუყურებთ სიკვდილით დასჯის განვრცობილ ქრონიკას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“, პენიტენციური სამსახურის მიერ, მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებას.

მარგველაშვილის თქმით, კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის სანახავად არ შეუშვეს.

“გამოტანილია სასიკვდილო განაჩენი, ჩვენ ვუყურებთ სიკვდილით დასჯის განვრცობილ ქრონიკას. პირველი შთაბეჭდილება, ბევრი თვალსაზრისით ძალიან მძიმე იყო. პირველ რიგში, მე დავინახე სრულიად დასნეულებული. არ მინდა, ფატალური სიტყვები გამოვიყენო, ის რაც დავინახე, რა ფიზიკურ მდგომარეობაშიც არის ეს ადამიანი, გორის ჰოსპიტალში რომ ვნახე, მაშინ მსგავსი არაფერი იყო, ფიზიკურად სადამდე მიიყვანეს, რა კადრებს ვუყურებთ, საავადმყოფოშია თუ საკონცენტრაციო ბანაკში? ეს ძალიან შეცვლილია. არ შემიშვეს და არ უნდათ, რომ ვნახო”, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა