კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

ირაკლი კობახიძე - ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს

ნახვები: 549 ირაკლი კობახიძე - ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს

ამ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს, ჩალას კი არანაირი გადაფარვა არ სჭირდება - ჩალას სიმძიმე და წონა ვერ ექნება, როგორც არ უნდა შეფუთო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მიხეილ სააკაშვილის კადრები ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის გადასაფარად ხომ არ გასაჯაროვდა.

მისი თქმით, კადრების გასაჯაროება არის „პასუხი „ფეიკ“ კამპანიაზე იმის შესახებ, რომ სააკაშვილი 400 დღის განმავლობაში ყოველდღე კვდება“.

რაც შეეხება თავად რეზოლუციას, კობახიძის შეფასებით, ის, რომ რეზოლუციის შესწორებულ ვარიანტს მხარი თავად დოკუმენტის ინიციატორმაც არ დაუჭირა, ანომალიაა და აჩვენებს, რომ ევროპარლამენტში ძალიან მძიმე ვითარებაა.

„სრული ანომალიაა, ასე არასდროს ხდება, რაც აჩვენებს პარადოქსულ ვითარებას, რომელიც ამ დოკუმენტის გარშემოა შექმნილი. როდესაც მომხსენებელი თვითონ არ ეთანხმება ცვლილებით წარმოდგენილ საკუთარ მოხსენებას, ეს აჩვენებს იმას, რომ ევროპარლამენტში ძალიან მძიმე ვითარებაა. ცოტა ხნის წინ გასკდა სკანდალი, რომელიც კორუფციას უკავშირდებოდა და ეს დოკუმენტიც კორუფციის კიდევ ერთი გამოვლინებაა. რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირმა დაამტკიცა, დაკავშირებულია კორუფციულ პრობლემებთან და ოლიგარქიულ გავლენებთან, რომელიც აშკარად შეინიშნება ევროპარლამენტში. ეს არის სერიოზული პრობლემა და მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობამ სერიოზულად შეხედოს პრობლემას, რომელიც ამ ინსტიტუტში იკვეთება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, რომელ ევროპარლამენტარებს გულისხმობს, როდესაც კორუფციაზე საუბრობს, კობახიძე ამბობს, რომ დეტალები იციან, თუმცა საკითხს არ გაშლის.

„პროცესები, რაც წარიმართება დაახლოებით, 10 დეპუტატის ლიდერობით ევროპარლამენტში, არის კორუფციის გამოვლინება. კორუფციას შეიძლება სხვადასხვა სახე ჰქონდეს - ვიღაც ამას შეიძლება ფულის გამო აკეთებდეს, ვიღაც არაფორმალური გავლენების გამო. დეტალებში ვიცით რაღაცები, რატომ და ვისი კარნახით მოქმედებენ, თუმცა ამ დეტალებს არ გავშლი“, - განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა