კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

ცენტრი „ემპათია“ - „ვივამედი“ ვერ უზრუნველყოფს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სწორად მართვასა და მკურნალობას

ნახვები: 545 ცენტრი „ემპათია“ - „ვივამედი“ ვერ უზრუნველყოფს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სწორად მართვასა და მკურნალობას

ცენტრ „ემპათიის“ განცხადებით, კლინიკა „ვივამედი“ ვერ უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სწორად მართვასა და მკურნალობას, რის გამოც ის „სასწრაფოდ უნდა იყოს განრიდებული საქართველოს ციხეთა სისტემას“.

„ემპათიის“ ექსპერტების შეფასებით, 7 თვის განმავლობაში კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილის მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდა და პირიქით, ადგილი აქვს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას.

„ცენტრი „ემპათია“ -ს მიერ ჩატარებული იქნა ბატონი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების მოთხოვნით. ექსპერტიზაში მონაწილეობდა 17 ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტი. ექსპერტიზის დასკვნა 2022 წლის 29 ნოემბერს გადაეცა ექსპერტიზის დამნიშნავ მხარეს. დამატებით, ექსპერტიზის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნა ამერიკელი ტოქსიკოლოგის დასკვნაც, რაც გასაჯაროვდა.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, ადგილობრივი თუ საერთაშორისო სტანდარტებით, არის დამოუკიდებელი საქმიანობა, კერძოდ, ექსპერტები არიან დამოუკიდებელი პროფესიული საქმიანობის სუბიექტები და არ წარმოადგენენ არც ერთ მხარეს; შესაბამისად, ჩვენი დასკვნა ვერ იქნებოდა შეთანხმებული ვერც ერთ მხარესთან, მათ შორის, კლინიკა „ვივამედის“ ადმინისტრაციასთან (პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორი კლინიკა).

ექსპერტიზის მსვლელობისას, კოლეგიალობის პრინციპის გათვალისწინებით, ცენტრი „ემპათიას“ ექსპერტები თანამშრომლობდნენ და უზიარებდნენ მოსაზრებებს კლინიკა „ვივამედის“ კოლეგებს, პაციენტის მართვაში ჩართულ პროფესიონალებს. მათთვის გაზიარებული იქნა ჩვენი დიაგნოზები.

7 თვის განმავლობაში კლინიკა „ვივამედში“ ვერ გაუმჯობესდა პაციენტის მდგომარეობა, პირიქით, ადგილი აქვს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას. შემთხვევის სირთულიდან და ინტოქსიკაციის ალბათობის გათვალისწინებით, მრავალი დასმული დიაგნოზის მიუხედავად, ვერ მოხერხდა ეტიოლოგიური ფაქტორების დადგენა. შესაბამისად, მიმდინარეობს სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია, რაც ვერ აფერხებს მძიმე დიაგნოზების პროგრესირებას.

ამავდროულად, კლინიკა „ვივამედში“ პაციენტის ყოფნისას ადგილი ჰქონდა „საქართველოს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ“ უხეშ დარღვევას (თავი V. პირადი ცხოვრების კონფიდენციალობა და ხელშეუხებლობა: მუხლი 27 - სამედიცინო მომსახურების გამწევი ვალდებულია პაციენტის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობა დაიცვას როგორც პაციენტის სიცოცხლეში, ისე მისი სიკვდილის შემდეგ) და პაციენტისათვის სენსიტიური კადრებისა და ვიდეო - ჩანაწერების გამჟღავნებას, რაც განიხილება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე - 3 მუხლის დარღვევად და წარმოადგენს ღირსების შემლახავი მოპყრობის კლასიკურ ნიმუშს. კლინიკა „ვივამედმა“ ვერ მოახერხა, როგორც მინიმუმ, აღნიშნული დარღვევის პრევენცია, უფრო მეტიც, ამ მიმართულებით კლინიკამ განცხადებაც კი არ გააკეთა, რაც, როგორც მინიმუმ, „მდუმარე თანხმობის“ ტოლფასია.

მაშასადამე, რთული და კომბინირებული დიაგნოზებისა და არასწორი მენეჯმენტის გათვალისწინებით, ფაქტია, რომ კლინიკა „ვივამედი“ - პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორი დაწესებულება, ვერ უზრუნველყოფს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სწორად მართვასა და მკურნალობას, აღნიშნულ პაციენტთან მიმართებით ვერ ფუნქციონირებს პენიტენციური სამსახურიდან დამოუკიდებელ რეჟიმში.

ინტოქსიკაციის ალბათობისა და პატიმრობის პირობებში მიხეილ სააკაშვილის მიმართ განგრძობადი წამებისა და არასათანადო მკურნალობის, ფსიქოლოგიური ზეწოლისა და შანტაჟის გათვალისწინებით, მძიმე დიაგნოზების გათვალისწინებით, მკურნალობის არაეფექტურობის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა იყოს განრიდებული საქართველოს ციხეთა სისტემას“,- ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა