ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ბათუმში, რესტორან „ვოქსში“ ხანძარი ჩაქრა - შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა

ნახვები: 537 ბათუმში, რესტორან „ვოქსში“ ხანძარი ჩაქრა - შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა

ბათუმში, რესტორან „ვოქსში“ ხანძარი პრაქტიკულად ჩაქრა. ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები იწყება.

რესტორნის ტერიტორია მთლიანად დაიწვა, თუმცა ცეცხლი კორპუსის სხვა სართულებზე არ გავრცელებულა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ადგილზე იმყოფებიან მეხანძრეები, სამართალდამცველები, ასევე ქალაქის მერი არჩილ ჩიქოვანი. მისი განცხადებით, რესტორანი არ ფუნქციონირებდა, ფაქტთან დაკავშირებით კი უკვე მიმდინარეობს გამოძიება.

„დაშავებულები ამ დროისთვის არ გვყავს. მოგეხსენებათ, შემთხვევის დაწყებიდან ადგილზე იმყოფებოდნენ ყველა უწყების წარმომადგენლები. უფრო დეტალურ ინფორმაციას როგორც მერია, ასევე შსს, რომელიც შეისწავლის ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, ხვალ მოგაწვდით“, – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

ბათუმში, აღმაშენებლისა და კობალაძის ქუჩების კვეთაზე, რესტორან „ვოქსში“ ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. მოგვიანებით, ცეცხლი რესტორნის მთელ პერიმეტრზე გავრცელდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებული, თუმცა ვინაიდან რესტორანი მრავალსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე იყო განთავსებული, ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ მოხერხდა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა