კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

ხატია დეკანოიძე - იმ ქვეყნის პრეზიდენტის განცხახდება, რომელიც რუსეთთან ომშია ჩართული, გულისხმობს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მნიშვნელოვანი ხმა უკრაინისთვის

ნახვები: 545 ხატია დეკანოიძე - იმ ქვეყნის პრეზიდენტის განცხახდება, რომელიც რუსეთთან ომშია ჩართული, გულისხმობს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მნიშვნელოვანი ხმა უკრაინისთვის

ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს პრეზიდენტმა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის ბერკეტი აქვს, პრეზიდენტ ზელენსკის დამოკიდებულება და მის განცხადების შინაარსი გაითვალისწინოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ განუცხადა.


მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ქვეყნის მომავლისთვის და ევროინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია ზელენსკის მიმართვა ყურად იღონ.

„პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვა ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ეს არის ცივილიზებული სამყაროს ლიდერების სწორება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენისკენ. იმ ქვეყნის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ჩართულია რუსეთთან ომში, გულისხმობს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მნიშვნელოვანი ხმა უკრაინისთვის, უკრაინის პრეზიდენტისთვის და უკრაინელებისთვის", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღოს გადაწყვეტილება პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ.

„მივმართავ ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას - აუცილებელია გულმოწყალება, განსაკუთრებით შობის წინ. რაც ახლა მიხეილის თავს ხდება, სისასტიკეა. ეს საქართველოს არ შეეფერება. ეს უნდა შეწყდეს. გთხოვთ მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც გადაარჩენს მის სიცოცხლეს- გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ერთ-ერთ კლინიკაში, ევროპის სხვა ქვეყანაში, ამერიკაში. დროა, გადაიდგას ეს კარგი ნაბიჯი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა