დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ეკა ხერხეულიძე - მიხეილ სააკაშვილს არ აქვს ის მდგომარეობა, რომ პროცესები დროში გაიწელოს

ნახვები: 518 ეკა ხერხეულიძე - მიხეილ სააკაშვილს არ აქვს ის მდგომარეობა, რომ პროცესები დროში გაიწელოს

მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ დღეს არის სევდიანი, რადგან მაშინ, როცა ქვეყანას, ჰააგაში მიღებულ გადაწყვეტილების შემდეგ საზეიმო აქვს, ჰააგაში გამართლებული მთავარსარდალი, პუტინის პირადი ტუსაღი კლინიკაში ხვდება დაბადების დღეს. ეს არის ერთი სევდიანი და ძალიან სამარცხვინო ფურცელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.

ამასთან, ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია.

„მდგომარეობა უცვლელია, რადგან არ გადაწყვეტილა საკითხი, რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუმჯობესებს, ანუ მისი ქვეყნიდან გაყვანა და მულტიპროფილურ კლინიკაში მკურნალობა. გუშინ მასთან პროფესორი იყო, რომელმაც თქვა, რომ არ გამორიცხავს მოწამვლას, მაგრამ სისხლის ანალიზის აღებას არ აქვს აზრი დროის გასვლის გამოო. ეს პროცედურა არ ახსოვს, ჩატარდა თუ არა. ვერც მე დაგიკონკრეტებთ, ჩატარდა თუ არა.

რაც შეეხება პროცესს, არ ვიცი, რას გადაწყვეტს „ქართული ოცნების“ შეფი ბიძინა ივანიშვილი ხვალ. მოისურვებს თუ არა, მიხეილ სააკაშვილი ჩართოს ონლაინ და ანახოს საზოგადოებას. ამაზე პასუხი „ქართულ ოცნებაშიც“ არ ექნებათ, რადგან ეს გადაწყდება დილით, როგორ გუნებაზეც გაიღვიძებს ბიძინა ივანიშვილი. თუ ჩართავენ და საზოგადოება ნახავს ტკივილებისგან დატანჯულ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, უძლურებაში მყოფს, რომლის მდგომარეობა არის საკმაოდ კრიტიკული და რომელიც იმსახურებს, მიეცეს სიცოცხლის შესაძლებლობა, ეს იქნება ის სურათი, რასაც ნახავს ყველა ერთად, თუ შეეძლება მიხეილ სააკაშვილს, მიმართოს საზოგადოებას. სააკაშვილს არ აქვს ის მდგომარეობა, რომ ეს პროცესები დროში გაიწელოს. წარმოუდგენელია ამ პროცესების გადადება. ადამიანი ძალიან ცუდად არის, უბრალოდ ვერ გაუძლებს. სიცოცხლის უფლებას თუ უტოვებენ ამ ადამიანს, სასამართლოები მოკლე დროში უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა ხერხეულიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა