ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

შალვა პაპუაშვილი:სახელმწიფოსა და ექიმების ინტერესია, სააკაშვილი იყო ჯანმრთელი

ნახვები: 531 შალვა პაპუაშვილი:სახელმწიფოსა და ექიმების ინტერესია, სააკაშვილი იყო ჯანმრთელი

საქართველოს სახელმწიფოს და ექიმების ინტერესი არის, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო ჯანმრთელი, რადგან მას კიდევ ხუთი წელი აქვს მოსახდელი, ხოლო მისი მეგობრების ე.წ. ინტერესია, რომ ის რაც შეიძლება დაუძლურდეს, რომ იქნებ ამითი რამენაირად გამოიყვანონ ციხიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი არ ემორჩილება ექიმებისგან დადგენილ რეჟიმს.

„თავად კლინიკის ხელმძღვანელი სწორედ ამაზე ლაპარაკობდა. როდესაც ექიმებს არ ემორჩილება და არ მიჰყვება იმ დანიშნულებაში, რომელიც მათ აქვთ, აქედან გამომდინარე, შეიძლება, ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას. რაში არის მთელი ისტორია, რასაც წელიწადზე მეტია, ვუყურებთ, მიხეილ სააკაშვილს და მის მეგობრებს, რომლებიც საბოლოო ჯამში, მისი ყველაზე დიდი მტრები არიან, რადგან ასეთ მდგომარეობაში ამყოფებენ, არ უნდათ, რომ მოიხადოს სასჯელი, იმისთვის, რომ გირგვლიანის მკვლელებს დააფარა ხელი, არ უნდა, რომ ამაზე აგოს პასუხი, მას არ უნდა, პასუხი აგოს, ვალერი გელაშვილის ცემაზე, უბრალოდ არ უნდა, რომ იყოს ციხეში.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაკვირდებით, რომ ერთ წელზე მეტია, ის ცდილობს, რომ მოძებნოს რაიმე მიზეზი, რომ თავი დააღწიოს სასჯელს. დანაშაულისთვის არსებობს სასჯელი და ეს არის მარტივი ჭეშმარიტება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაული და ამ დანაშაულებისთვის ქართულმა მართლმსაჯულებამ და სტრასბურგის სასამართლომაც იმ საქმეებზე, რომელიც განხილულია, მას ექვსი წელი მიუსაჯა.

„მიხეილ სააკაშვილს ექვსი წელი აქვს მოსახდელი, ამიტომ რა თქმა უნდა, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესშია, რომ ის იყო ჯანმრთელი, რათა ეს დარჩენილი ხუთი წელიც მოიხადოს სასჯელი, რომელიც მას ეკუთვნის, გირგვლიანის მკვლელების ხელის დაფარებისთვის და ვალერი გელაშვილის ცემისთვის.

საქართველოს სახელმწიფოს და ექიმების ინტერესი არის, რომ ის იყო ჯანმრთელი, რადგან მას კიდევ ხუთი წელი აქვს მოსახდელი, ხოლო მისი მეგობრების ე.წ. ინტერესია, რომ ის რაც შეიძლება დაუძლურდეს, რომ იქნებ ამითი რამენაირად გამოიყვანონ ციხიდან. მე ვერ ვისაუბრებ მიხეილ სააკაშვილის დანაშაულების მსხვერპლების მაგივრად, მაგრამ მე არ მგონია, რომ გირგვლიანის ოჯახის წევრებს, ასეთი მოწოდება რაიმეს უებნებოდეს და არ მგონია, რომ ვალერი გელაშვილს ასეთი მოწოდება რაიმეს ეუბნებოდეს.

ჩვენ კლინიკისგან პირდაპირ ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილი არ თანამშრომლობს ექიმებთან, ჩვენ ვნახეთ კიდეც ეს ართანამშრომლობა რას ნიშნავს. ის არ თანამშრომლობს კლინიკასთან, ჩვენ ვნახეთ კლინიკის განცხადება, რომ კლინიკის მიზნები და სააკაშვილის მიზნები ერთმანეთს არ ემთხვევა. კლინიკის და სახელმწიფოს მიზნებია, რომ ის იყოს ჯანმრთელად სააკაშვილის და მისი მეგობრების მიზანია, რომ ის იყოს რაც შეიძლება დაუძლურებული.

ჩვენ ვნახეთ ამ დროის განმავლობაში და ეს იყო ტყუილი, ვნახეთ, თქვეს, რომ მოწამლეს და ეს იყო ტყუილი დ თავად ადვოკატმა დილით თქვა, რომ მოწამლეს და საღამოს თქვა, რომ არ მოწამლეს. ამ საქმეში იმდენი ტყუილია, რომ საჭიროა, ეს საკითხი სასამართლომ განსაჯოს და სწორედ ამისთვის იმართება სასამართლო, რომ განისაჯოს. ჩვენ რასაც ვხედავთ და გვესმის, ეს არის რომ ის არ ემორჩილება ექიმების, მისი და ექიმების ინტერესი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ექიმებსა და სახელმწიფოს უნდათ, რომ ის იყოს ჯანმრთელი, რათა მან მოიხადოს  დარჩენილი ხუთი წელი იმ დანაშაულებისთვის, რაც ჩადენილი აქვს. მას უნდა, რომ რაც შეიძლება დაუძლურდეს, იქნება, რამენაირად დააღწიოს თავი მართლმსაჯულებას.

მე მესმის საქართველოს კონსტიტუცია და მესმის საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება. ჩვენი პირველი მომწოდებელი არის საქართველოს კონსტიტუცია და ჩვენი მართლმსაჯულება და ჩვენ აქედან გამომდინარე ვმოქმედებთ და არა მოწოდებებიდან გამომდინარე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა