ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძე - პროცესი თავიდან იწყება - მოვუწოდებ პრეზიდენტს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, დაიწყოს კონსულტაციები ცესკოს თავმჯდომარეობის რეალური კანდიდატის შესარჩევად

23.12.2022 ნახვები: 533

პროცესი თავიდან იწყება - მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, დაიწყოს კონსულტაციები ცესკოს თავმჯდომარეობის რეალური კანდიდატის შესარჩევად, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერმა მოადგილემ, გიორგი სიორიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 4 თვეა, რაც ცესკოში ლეგიტიმაციის კრიზისი და კანონგარეშე მდგომარეობაა, რაც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს დიდ ზიანს აყენებს.

„პარლამენტმა, როგორც იქნა, საკანონმდებლო ვადების წარმოუდგენელი დარღვევით, 4 თვის დაგვიანებით, ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს კენჭი უყარა და ჩააგდო. გუშინ პარლამენტმა, კენჭისყრაზე დაყენებულ არც ერთ კანდიდატს დაუჭირა მხარი (რომელთაც, სხვათა შორის, ამდენი თვის მანძილზე, არც კი გაუპროტესტებიათ მათი კონსტიტუციური უფლების დარღვევა). ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესი თავიდან იწყება. ახლა არის მომენტი, როდესაც ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში.

როგორც ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე, მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, პოლიტიკურ პარტიებს, მესამე სექტორს, სპეციალისტებს, სასწრაფოდ დავიწყოთ კონსულტაციები და გადავდგათ აუცილებელი ნაბიჯები, რათა პროცესმა რეალური შინაარსი შეიძინოს.

4 თვეა ცესკოში არის ლეგიტიმაციის კრიზისი და კანონგარეშე მდგომარეობა, რაც დიდ ზიანს აყენებს ევროინტეგრაციის იმ ეტაპს, რომელსაც ახლა ჩვენი ქვეყანა გადის. ცესკოს მოქმედ თავმჯდომარესა და ორ წევრს უფლებამოსილების 6 თვიანი ვადა 15 აგვისტოს გაუვიდათ. არალეგიტიმური და დემოკრატიულ სტანდარტთან შეუსაბამო საკანონმდებლო ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნულ პირებს უფლებამოსილების ვადა მათი შემცვლელის არჩევამდე უხანგრძლივდებათ. ჯერ კიდევ აგვისტოში, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ასარჩევად ცესკოს მოქმედი თავმჯდომარისა და ორი წევრის კანდიდატურები არ წარუდგინა, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ პროცესის ხელოვნურად, კანონდარღვევით გაწელვით უპასუხა,“ - აცხადებს გიორგი სიორიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა