მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...
ელენე ხოშტარია: თუ სიტყვისთვის ადამიანის დაპატიმრებას შევეგუებით, მონობას ჩვენი ხელით მოვაწერთ ხელს
ვახო სანაია: ვერანაირი ჯარიმა თუ პატიმრობა ვერ მაიძულებს, შევიზღუდო სიტყვის თავისუფლება
აშშ-ის გენერალი: უკრაინულმა F-16-მა რუსული ავიაგამანადგურებელი პირველად ჩამოაგდო
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,330 over past day
უკრაინის ახალი მთავარსარდალი: დაკისრებულ მოვალეობას სრული პასუხისმგებლობითა და ქვეყნის დამცველებისადმი პატივისცემით შევასრულებ

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ არ დაველოდებით სასწაულს, ჩვენ თვითონ ვქმნით მას

25.12.2022 ნახვები: 517

ჩვენ არ დაველოდებით სასწაულს, ჩვენ თვითონ ვქმნით მას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებისთვის შობის დღესასწაულის მილოცვისას განაცხადა.

„ამ დღეს და ყველა მომავალ ზამთრის დღესასწაულს ჩვენ ვხვდებით რთულ ვითარებაში. სადაც არ უნდა ვიყოთ, დღეს ყველა ერთად ვართ. ერთად გავიხსენებთ 24 თებერვლის დილას. გავიხსენებთ, რამდენი რამ გავიარეთ. გავიხსენებთ აზოვსტალს, ირპენს, ბუჩას, კრამატორსკს, იზიუმს, ხერსონს. ჩავიფიქრებთ სურვილებს, ვიგრძნობთ სიხარულს და არასდროს ვიგრძნობთ სიმამაცის დეფიციტს. ჩვენ ბევრი სიმწარე გავიარეთ და დამსახურებულად შევხვდებით სასიხარულო ამბებს. არცერთ კამიკაძე დრონს არ ძალუძს შობის განთიადის ჩაქრობა. ჩვენ დავინახავთ მის ნათებას მიწისქვეშაც კი, ბომბების თავშესაფარში. გულებს სითბოთი და შუქით ავივსებთ. „კინჟალის“ ვერცერთი რაკეტა ვერ დააზიანებს მას. ჩვენი ბრძოლა შეუჩერებლად გაგრძელდება. მას არ ემუქრება დაგეგმილი ან ავარიული გამორთვა.

ჩვენ ვიმღერებთ საშობაო სიმღერებს უფრო მხიარულად, ვიდრე ოდესმე, უფრო ხმამაღლა, ვიდრე გენერატორის ხმაა. ტოტალურ სიბნელეშიც კი ვიპოვით ერთმანეთს იმისთვის, რომ მაგრად ჩავეხუტოთ და თუ გათბობა არ იქნება, ერთმანეთს ჩახუტებით გავათბობთ. აღვნიშნავთ ჩვენს დღესასწაულებს, როგორც ყოველთვის, გავიღიმებთ და ბედნიერები ვიქნებით, როგორც ყოველთვის. განსხვავება ერთია, ჩვენ არ დაველოდებით სასწაულს, ბოლოს და ბოლოს, ჩვენ თვითონ ვქმნით მას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა