ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky
Khmara, Pistorius discuss Ukraine's key needs to protect critical infrastructure
UK to provide GBP 54M in winter support to Ukraine

გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - მდგომარეობა არის მძიმე - ყოველი საათი ძვირფასია

ნახვები: 555 გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - მდგომარეობა არის მძიმე - ყოველი საათი ძვირფასია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა და მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი არ უნდა გაჭიანურდეს.

როგორც მან კლინიკა "ვივამედში" ჟურნალისტებს განუცხადა, ახლა მათთვის ყოველი საათი ძვირფასია.

"მდგომარეობა არის მძიმე, სამწუხაროდ, სულ ერთი და იმავეს გამეორება მიწევს, რომ ძალიან სასწრაფო თემაა, რადგან ყოველი საათი ძვირფასია ჩვენთვის. მე არ მომეწონა საკითხის გადადება, რადგან როცა არის განსაკუთრებული შემთხვევა, მგონია, რომ ყველას შეუძლია ცოტა, მითუმეტეს, რომ ახალი წელი მოდის უკვე და მერე საერთოდ მკვდარი დღეები იწყება ამ საქმისთვის ვამბობ, თორემ ისე ძალიან ცოცხალი დღეებია, ახალი წელია, კი ბატონო, მაგრამ რით ვაფუჭებთ ამ ახალ წელს?! იმით, რომ ეს ადამიანი ციხეში ასეთ მდგომარეობაში გვყავს", - განაცხადა გიული ალასანიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა