მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება
გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს

ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე გერმანიის კანცლერის უარი დიდი შეცდომაა​

ნახვები: 558 ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე გერმანიის კანცლერის უარი დიდი შეცდომაა​

უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე გერმანიის კანცლერის უარი არა მხოლოდ გაუგებარია, არამედ არის „საგანგაშო ახლომხედველობა“, – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანმა განაცხადა.

გერმანელმა დეპუტატმა გაიხსენა, რომ გერმანიამ უკრაინას უკვე წარმატებით მიაწოდა თვითმავალი „ჰაუბიცები“, საზენიტო იარაღი, საარტილერიო სისტემები და მაღალეფექტური საზენიტო სისტემები, რომლებმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.

„განსაკუთრებით უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მდგომარეობა კატასტროფულია. ძალიან ვწუხვარ გამართლებისთვის, თუ რატომ არ შეგვიძლია ტანკების მიწოდება. მით უმეტეს, როცა მესმის, რომ ტანკების მიწოდება რუსეთისთვის განსაკუთრებული პროვოკაცია იქნება. როგორც ჩანს, რუსული ნარატივი მუშაობს და ხელს უშლის ვიღაცებს კანცელარიაში, უკრაინას აჩუქოს საჭირო ტანკები. ვინც ფანტაზიორობს, რომ რუსეთთან წითელი ხაზი გადაიკვეთება, აგრესორის ისტორიას ჰყვება და არა – მსხვერპლის. ესენი არიან შოლცის მრჩევლები, რომლებიც აშკარად უცვლელად ვარაუდობენ, რომ კანცლერმა უნდა დაბლოკოს საბრძოლო ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები უკრაინაში, თუმცა, საბოლოო ჯამში, პასუხისმგებლობა ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ეკისრება. ვფიქრობ, ეს უარი ძალიან დიდი შეცდომაა“, – განაცხადა მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა