ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

3 თებერვალს, კიევში, ევროკავშირი-უკრაინის სამიტი გაიმართება

ნახვები: 527 3 თებერვალს, კიევში, ევროკავშირი-უკრაინის სამიტი გაიმართება

ევროკავშირი-უკრაინის სამიტი 3 თებერვალს კიევში გაიმართება. ამის შესახებ ნათქვამია ვოლოდიმირ ზელენსკისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის სატელეფონო საუბრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, სატელეფონო საუბრისას ზელენსკიმ და ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინის მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საკითხი განიხილეს.

„ვოლოდიმირ ზელენსკიმ ურსულა ფონ დერ ლაიენს მიაწოდა ინფორმაცია უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით მიცემული ევროკომისიის შვიდი რეკომენდაციის შესრულების შესახებ. ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა უკრაინის მიერ ამ გზაზე მიღწეული უზარმაზარი პროგრესი. სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა უკრაინული მხარის მზადყოფნა, მალე დაასრულოს შესაბამისი სამუშაო იმისთვის, რომ უკვე მიმდინარე წელს დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები. განიხილეს კიევში მიმდინარე წლის 3 თებერვალს დაგეგმილი უკრაინა-ევროკავშირის მორიგი სამიტის მოსალოდნელი შედეგები და შეთანხმდნენ მოსამზადებელი სამუშაოს გააქტიურებაზე“, – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა