ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

სერგო ჩიხლაძე - 2023 წელს აქციებს ექნება მნიშვნელოვანი ადგილი,რასაც გამოვიყენებთ საჭირო დროსა და საჭირო ადგილას

ნახვები: 528 სერგო ჩიხლაძე - 2023 წელს აქციებს ექნება მნიშვნელოვანი ადგილი,რასაც გამოვიყენებთ საჭირო დროსა და საჭირო ადგილას

ვფიქრობთ, 2023 წელს სხვადასხვა მიმართულებით აქციებს ექნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული ბრძოლის უფლება, რასაც გამოვიყენებთ საჭირო დროსა და საჭირო ადგილას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

როგორც სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მთავარი ამოცანა იქნება დიდი ოპოზიციური ერთობის შეკვრა, ერთიანი სტრატეგია, ერთიანი ტაქტიკა და ხელისუფლებიდან „რუსული ოცნების“ ჩამოშორება.

„თავის შიდა საკითხებს „ნაციონალური მოძრაობა“ მოაგვარებს. მთელი პროევროპული საზოგადოება, არა მარტო პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები, საზოგადოება და სამოქალაქო სექტორი უნდა შევიკრათ, გვქონდეს ერთიანი სამოქმედო გეგმა, ერთიანი სტრატეგია. ერთიანი სტრატეგიის გარეშე „რუსულ ოცნებას“ ვერ დავამარცხებთ, ევროინტეგრაციისკენ ვერ წავალთ. ვფიქრობთ, 2023 წელს სხვადასხვა მიმართულებით აქციებს ექნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული ბრძოლის უფლება და ამას გამოვიყენებთ საჭირო დროსა და საჭირო ადგილას“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა