ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

გიული ალასანია - გონების დაკარგვის შემდეგ, ძალიან გაუჭირდათ მიხეილ სააკაშვილის მოსულიერება

05.01.2023 ნახვები: 541

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ადამიანები, რომლებიც კოლექტიურად კლავენ ჩემს შვილს, სამაგალითოდ დაისაჯონ, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ალასანიამ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს კლინიკა „ვივამედში“ გონება დაკარგა და ეს იყო უკვე გონების დაკარგვის მეორე შემთხვევა. მისივე თქმით, მესამე შემთხვევა ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება განმეორდეს, რაც შეიძლება ფატალურად დამთავრდეს.

ალასანიას განცხადებით, საერთაშორისო მკვლელობა ხდება ყველას თვალწინ, რაშიც დამნაშავე ისტებლიშმენტი იქნება.

„ბოდიში, რომ შეგაწუხეთ, მაგრამ საგანგაშო მდგომარეობა მაქვს. დღეს, „ვივამედის“ კლინიკაში ჩემმა შვილმა, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა. ეს იყო გონების დაკარგვის მეორე შემთხვევა გლდანის ციხის მერე. ამ ორი ეპიზოდის შუალედში იყო პატარა ეპიზოდი, მაგრამ არ იყო ასეთი მძიმე მდგომარეობა. დღეს ძალიან გაუჭირდათ ადამიანის მოსულიერება. ბადრაგები ჩაერთნენ. იატაკზე იყო დაგდებული და აიყვანეს. სათანადო ღონისძიება ჩაუტარდა და როგორც იქნა მოასულიერეს. მესამე შემთხვევა ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება განმეორდეს და ფატალურად დამთავრდეს. ძალიან მძიმე რეალობა გვაქვს.

ის კი არ არის, რომ ჩემი შვილი აღარ იქნება, არ იქნება სახელმწიფო. არ არის ის, რომ წელში გადატყდება დემოკრატია ან სიტყვის თავისუფლება, რომლის მნიშვნელობაც აქ ნაკლებად ესმით, განსაკუთრებით ეს არ ესმის ისტებლიშმენტს, რომელიც დღეს ჩემს შვილს კლავს. ეს არის საერთაშორისო მკვლელობა. საერთაშორისო მკვლელობა ხდება ყველას თვალწინ. მთელი მსოფლიო დგას ფეხზე. უამრავ გაზეთში დაიბეჭდა უკვე. უამრავი ტელევიზია აშუქებს ჩვენ გასაჭირს.

გუშინ, მსოფლიო მასშტაბის აქცია ჩატარდა, სადაც ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. არამარტო ქართველები იყვნენ, იყვნენ უკრაინელები, პოლონელები და სხვები, მათ შორის, პოლიტიკური მოღვაწეები, რომლებიც მოითხოვდნენ ჩემი შვილის გადაყვანას და შველას. ჩვენი ქვეყნიდან არანაირი რეაქცია არ არის. ვისკენ გავიშვირო ხელი? ვინა რის დამნაშავე? ისტებლიშმენტი მთლიანად. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ადამიანები, რომლებიც კოლექტიურად კლავენ ჩემს შვილს, სამაგალითოდ დაისაჯონ", - განაცხადა გიული ალასანიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა