ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

შალვა ხაჭაპურიძე - მივმართავ მოსამართლე გიორგი არევაძეს, სხდომები ყოველდღიურ რეჟიმში ჩანიშნოს

ნახვები: 537 შალვა ხაჭაპურიძე - მივმართავ მოსამართლე გიორგი არევაძეს, სხდომები ყოველდღიურ რეჟიმში ჩანიშნოს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, გიორგი არევაძეს სხდომების ყოველდღიურად ჩანიშვნისკენ მოუწოდებს, რადგან „მიხეილ სააკაშვილს უკვე გონების კარგვის მე-6 ეპიზოდი ჰქონდა“.

ხაჭაპურიძე დღეს კლინიკა „ვივამედიდან“ ექსპრეზიდენტის სამედიცინო ისტორიის გამოთხოვას გეგმავს.

„კატეგორიულად მოვითხოვ, რომ სასამართლო პროცესები დაჩქარდეს და გუშინაც გვქონდა საუბარი, დღესაც შევიკრიბებით ადვოკატები. დრო უკვე აღარ ითმენს. ახლა მე ვნახავ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.

გუშინ, მოგეხსენებათ, გონება დაკარგა. გამოვითხოვ ავადმყოფობის ისტორიას, ჩანაწერებს, გადავუგზავნით ამერიკელ და ქართველს ექსპერტებს და გავერკვევით საქმე რა მოვლენასთან გვქონდა. უკვე მე-6 ეპიზოდი იყო გონების კარგვის. მივმართავთ მოსამართლეს, გადაავადოს თავისი საქმეები ან გადააწეროს სასამართლოს თავმჯდომარეებს, სხვა მოსამართლეებს მის წარმოებაში არსებული საქმეები და მხოლოდ ამ საქმეზე გადმოერთოს. ეს არის აქაური მექანიზმი, რაც შეეხება საზღვარგარეთ, არსებობს სტრასბურგის სასამართლო“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა