ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი: მედიკამენტები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში იღებდა, აშშ-ის წამლის სააგენტოსა და ჯანდაცვის მსფოლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული არ არის

ნახვები: 526 გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი: მედიკამენტები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში იღებდა, აშშ-ის წამლის სააგენტოსა და ჯანდაცვის მსფოლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული არ არის

გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი აცხადებს, რომ ზოგიერთი მედიკამენტი, რომელსაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში იღებდა, აშშ-ში დამტკიცებული არ არის.

როგორც მან დღევანდელ სასამართლო პროცესზე განმარტა, კვლევა ქართული კანონმდებლობის შესაბამისად ჩაატარა, თუმცა პაციენტი უშუალოდ ფიზიკურად არ გაუსინჯავს.

„მედიკამენტები არ არის დამტკიცებული აშშ-ის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტოს, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ“, - განაცხადა გასტროენტეროლოგმა.

მან განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად არ გაუსინჯავს.

„ვფიქრობ, რომ კვლევა ქართული კანონმდებლობის თანახმად ჩავატარე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პაციენტი უშუალოდ ფიზიკურად არ გამისინჯავს“, - განაცხადა ექიმმა.

კითხვაზე, იცის თუ არა, რომ მის მიერ დაუმტკიცებლად წოდებული ყველა პრეპარატი საქართველოში კანონმდებლობის შესაბამისია, გასტროენტეროლოგმა უპასუხა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„მე ხელთ მაქვს დოკუმენტი, რომელიც კარგი პრაქტიკის სტანდარტებს ეხება“,-აღნიშნა მან.

პენიტენციური სამსახური დაინტერესდა, რამდენად დასაშვებია, აშშ-ში ადამიანი დაიგნოზს სვამდეს და ეს ლაბორატორიულად არ დასტურდებოდეს, რაზეც ექიმმა უპასუხა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს შესაძლებელია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა