სალომე ზურაბიშვილი - ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში
მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day

საოცნებო „ანტიმიშა".

11.10.2020 ნახვები: 1377

„ქართულმა ოცნებამ" ქვეყანას არჩევნების წინ პურის ნაცვლად კიდევ ერთი სანახაობა შესთავაზა - „დავით გარეჯის ვერაგული გაყიდვა პირსისხლიანი რეჟიმის" მიერ.
მართალია, მთელი ეს უბადრუკი ისტორია აშკარად წინასაარჩევნო შავი პიარს წააგავს, თუმცა, როდის იყო ეს ქოც-ბრიგადირებს აჩერებდა?
ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სხვა მომენტი - რა არის მათი მოტივაცია?
დღევანდელ ხელისუფლებას ძალიან ხშირად - და დაუმსახურებლად - ღრმა შეთქმულებების თეორიების ხლართვას აბრალებენ. თითქოს ისინი პუტინის პირადი ბრძანებით ქვეყანას სპეციალურად ანგრევენ და საკუთარ სახელმწიფოს ომის დაწყებაში მისი ხათრით ადანაშაულებენ.
ქოცები ანაკლიას პორტს იმიტომ ანგრევენ, რომ რუსეთის გეგმას ასრულებენ, გავრილოვსაც თბილისში ეპატიჟებიან იმისთვის, რომ პუტინს ერთგულება დაუმტკიცონ.
„ქართული ოცნება" ევროპასთან ავიამიმოსვლის აღდგენას რუსეთის ინტერესებში ბლოკავს, იმისთვის, რომ ქვეყანა საკუთარ სიბნელეში საბოლოოდ ჩაიხჩოს, და კრემლისთვის ადვილი სამიზნე გახდეს.
„ქართული ოცნება" „პატრიოტთა ალიანსად" წოდებულ მოღალატეობრივ გაუგებრობოსთან ისევ პუტინის ხათრით მეგობრობს.
მოკლედ, ყოველი მათი სულელური ნაბიჯი სინამდვილეში ღრმა და მზაკვრული გეგმის ნაწილია.
ასევე „გარეჯის" საქმეზე - „ქართული ოცნება" აზერბაიჯანთან ურთიერთობებს რუსეთის მითითებით იფუჭებს...
„ქართული ოცნების" ადვოკატად ვერ გამოვდგები, თუმცა რეალობა სულ სხვანაირია. ჩვენს დღევანდელ ხელისუფლებას არავითარი ღრმა იდეოლოგიური მოსაზრებები არ გააჩნია. „ოცნება" არც პრორუსულია, არც პროდასავლური, და არც პროჩინური - ის არანაირი არაა. ის არც მემარცხენეა, არც მემარჯვენე, არ ცენტრისტი, არც ლიბერალი, არც კონსერვატორი, და არც ფაშისტი.
ქოცების მოქმედებას აქვთ მხოლოდ ორი მოტივაცია - ძალაუფლების და ნაქურდალი მილიონების შენარჩუნება და მთავარი იდეოლოგიური ბაზა - მიშას ზიზღი.
ყოფილი პრეზიდენტით პათოლოგიური ახირება არის „ქართული ოცნების" მთავარი იდეოლოგიური საფუძველი, რომელიც პრორუსობაზე, პროდასავლურობაზე, და პრო-რაც გნებავთ-ზე მაღლა დგას.
ქოცებს ამ ცხოვრებაში აქვთ ბევრი მეორეხარისხოვანი მიზანი - ეკონომიკის აღდგენა, ტერიტორიების დაბრუნება, მეზობლებთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას. ოღონდ ეს ყველაფერი თანხვედრაში უნდა იყო მიშას მიმართ ზიზღთან.
ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი არაა.
2008 წლის ომი საქართველომ რომ დაიწყო - იმიტომ კი არ ამბობენ, რომ მართლაც ჰააგის ტრიბუნალში საკუთარი ქვეყნის ხილვა სურთ. ჰააგის ტრიბუნალი - მეორე პლანის საკითხია, ხოლო ომი არა საქართველომ, არამედ მიშამ დაიწყო.
პუტინი აქ არაფერ შუაშია - მიშას თავზე ლაფის დასხმა - ბევრად უფრო პრიორიტეტული ამოცანაა, ვიდრე პუტინისთვის კოჭის გაგორება.
"ოცნება" პატრიოტთა ალიანსად წოდებულ გაუგებრობასთანაც სწორედ ამიტომ მეგობრობს - არა იმიტომა, რომ პუტინმა დაავალა, არამედ იმიტომ, რომ მიშა ერთნაირად ეზიზღებათ.
ციხიდან კრიმინალები იმიტომ კი არ გამოუშვეს, რომ კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევრები არიან - შავ სამყაროს მიშა ებრძოდა, შესაბამისად, ჩვენ წავახალისებთ. ის თუ ნარკომომხმარებლებს ციხეში ალპობდა - ჩვენ პირიქით გავუშვებთ.
აი მიშა რომ ყოფილ იყო შავი გაგების მოტრფიალე - დღეს ქურდულ სამყაროს ქოცებზე მოსისხლე მტერი არ ეყოლებოდა.
ლოგიკა მარტივია - შევხედოთ რას აკეთებდა მიშა - და გავაკეთოთ პირიქით. თუ ეს სახელმწიფო ინტერესებს ეწინაამღდეგება - არც ესაა პრობლემა. ბოლოს და ბოლოს მიშას ზიზღი ხომ სახელმწიფოზე მაღლა დგას.
ქოცებისთვის ამ წმინდათა წმინდა მიზნის წინაშე არც საერთაშორისი სკანდალებია პრობლემა.
იდეაში, აზერბაიჯანს ეს ჩვენ გარეჯის საკითხი სერიოზული უკმაყოფილების საგანი უნდა იყოს - ფაქტიურად ჩვენს თვალწინ ქართულო მხარე მეზობელ ქვეყანას ტერიტორიულ პრეტენზიებს უყენებს.
მაგრამ რეალურად, ბაქოს არავინ არაფერს არ ერჩის, აზერბაიჯანში ეს ძალიან კარგად იციან, და ამიტომაც ამ ხმაურზე არ რეაგირებენ. იმიტომ რომ იციან - აზერბაიჯანზე, გარეჯზე, ბაქოზე, დედამიწაზე, მარსზე, და მთლიან სამყაროზე მნიშვნელოვანი საკითხია მიშას თავზე მორიგი ლაფის დასხმა.
არ არსებობს ამოცანა ამაზე მაღალი, და არ გაჩენილა ჯერ საკითხი, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება თავის პათოლოგიაზე მაღლა დააყენებს..
იმიტომაც არ გამოდის ქოცებს სხვა არაფერი. არასდროს არაფერი არ გამოუვა წვრილფეხა, ორღობე პარტიული კოოპერატივს, რომლისთვისაც ერთი ადამიანის მიმართ ანტიპატია ქვეყანაზე მაღლა დგას.

ავტორი; თენგიზ აბლოთია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა