ზელენსკი: რუსეთში ვიზიტის შემდეგ ამერიკულმა დელეგაციამ მნიშვნელოვანი შედეგი ჩამოიტანა
დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე პენიტენციური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელებსა და ხუთ პატიმარს ბრალდება წარუდგინეს
მეუფე გიორგი ჯამდელიანი ლაშა ნაცვლიშვილს: საჯაროდ მოიხადეთ ბოდიში და მეუფე იობის წინაშე შენდობა ითხოვეთ
ელენე ხოშტარია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების ომში ჩასართავად რეკლამებს ავრცელებს, ხელისუფლება კი დუმს
ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმაზე: ლაჩრულად, ზურგიდან მიპარვით შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას — ქართველებთან ეს არასდროს გამოუვათ
პროკურორი დავით ფეიქრიშვილის განცხადებაზე: ტელეფონები დალუქული იყო, პროკურორს მათთან შეხება არ ჰქონია
საერთო ისტორია და კულტურული კავშირები: ექსპერტებმა ქართულ-რუსული ურთიერთობები განიხილეს
ევა გოცირიძე „ქართულ ოცნებას“: თუ ოპოზიციური პარტიები ისედაც მილევად რეჟიმში არიან, რაში გვჭირდება მათი აკრძალვა?

ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთის მოქალაქემ დაიცვა სახელმწიფო, დამოუკიდებლობა, მომავალი და მშვიდობა - მიყვარხართ, ვამაყობ

ნახვები: 359 ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთის მოქალაქემ დაიცვა სახელმწიფო, დამოუკიდებლობა, მომავალი და მშვიდობა - მიყვარხართ, ვამაყობ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვება გამოაცხადა.

"მადლობას ვუხდი სომხეთის რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს, რომელთაც, უპირველეს ყოვლისა, მონაწილეობა მიიღეს არჩევნებში და თავისუფალად მისცეს ხმა.

მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ 2021 წელთან შედარებით, „სამოქალაქო თანხმობამ“ მიიღო სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა უფრო დიდი რაოდენობის ხმები, ჩვენი მოქალაქეების ნდობის უფრო დიდი რიცხვი. ეს ქმნის სავალდებულო პასუხისმგებლობას და ნიშნავს, რომ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქემ დაიცვა სახელმწიფო, დაიცვა დამოუკიდებლობა, დაიცვა მომავალი და დაიცვა მშვიდობა. ეს ნიშნავს, რომ 2026 წლის არჩევნებში სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქემ ხმა მისცა 16 ნომერს. ძვირფასო სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებო, მიყვარხართ ყველანი, ვამაყობ და ქედს ვიხრი ყველას წინაშე", - აღნიშნა ფაშინიანმა და დასძინა: "გაუმარჯოს სომხეთის რესპუბლიკას".

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა