უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts
Russian forces lose another 2,250 soldiers in war against Ukraine over past day
European Defence Innovation Forum to return to The Hague, with special focus on Ukraine`s battlefield experience
ევროპის საბჭო უკრაინაში თანასწორობის დაცვის კუთხით პროგრესს აღნიშნავს, თუმცა ბოშებისა და ლგბტი ადამიანების უფლებების უკეთ დაცვას მოითხოვს

დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება

ნახვები: 223 დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომი და ირანთან მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი შესაძლოა უახლოეს მომავალში დასრულდეს. მისი თქმით, შეერთებული შტატები ორივე კონფლიქტის დასრულებასთან ახლოსაა.

ამის შესახებ ტრამპმა სამხრეთ კაროლინაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, მან უკვე შეძლო რვა ომისა თუ შეიარაღებული დაპირისპირების მოგვარება და ახლა კიდევ ორი კონფლიქტის დასრულებაზე მუშაობს.

„მე მოვაგვარე რვა ომი ან ისეთი სიტუაციები, რომლებიც ომებად აღიქმებოდა. ახლა კი კიდევ ორი ომის დასრულებასთან ვართ ახლოს – რუსეთსა და უკრაინას შორის და ირანთან ომის. ისინი, ასე თუ ისე, დასრულდება“, – განაცხადა ტრამპმა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების პერსპექტივა შესაძლოა ახლა უფრო ახლოს იყოს, ვიდრე ოდესმე.

ტრამპს არ დაუკონკრეტებია, რა ვადებში ან რა პირობებით შეიძლება დასრულდეს აღნიშნული კონფლიქტები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა