გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

თენგიზ ცერცვაძე - ამ სეზონზე გრიპით და რესპირაციული დაავადებებით გარდაცვალების შემთხვევა არ ყოფილა

ნახვები: 561 თენგიზ ცერცვაძე - ამ სეზონზე გრიპით და რესპირაციული დაავადებებით გარდაცვალების შემთხვევა არ ყოფილა

ამ სეზონზე, გრიპით და რესპირაციული დაავადებებით გარდაცვალების შემთხვევა საერთოდ არ ყოფილა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ სეზონურ ვირუსებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ცერცვაძე განმარტავს, კორონავირუსის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს და კლინიკური ჯგუფის ყურადღების საგანი გრიპია.

მისივე თქმით, თუ მოქალაქე კორონავირუსსა და გრიპზე უარყოფითი ტესტის პასუხს მიიღებს, მაშინ მას აქვს სეზონური ვირუსული ინფექცია, მაგალითად, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, ადენოვირუსი, ან რინოვირუსით გამოწვეული ინფექცია, რაც კოვიდსა და გრიპზე ნაკლებად საშიშია, თუმცა საყურადღებო.

„ქვეყანაში გავრცელებულია A ტიპის გრიპის ორი ქვეტიპი - ერთი არის H3N2 და მეორე H1N1, რასაც “ღორის გრიპს” ვეძახით. ამ ორი ქვეტიპის გავრცელების მაჩვენებელი დაახლოებით ერთნაირია. მათი გავრცელების პირველი პიკი იყო დეკემბერში, მაშინ, როდესაც უფრო მეტად იყო კლინიკები გადატვირთული, ახლა ეს მაჩვენებელი შედარებით შემცირებულია, თუმცა მაინც ბევრია.

კორონავირუსის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს და კლინიკური ჯგუფის ყურადღების საგანი გრიპია. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მას შემდეგ, რაც კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი იქნება, გრიპზეც გაკეთდეს ტესტი. თუ გრიპზე ტესტი დადებითია, ისევ ოჯახის ექიმის რეკომენდაციით, თუ ჩვენება იქნება, დაწყებული იყოს ანტივირუსული მკურნალობა პრეპარატ "ტამიფლუთი", ეს ყველას არ სჭირდება, მძიმე, რისკის ჯგუფებში უნდა იყოს გამოყენებული.

კოვიდის დროსაც ასეა, რისკის ჯგუფებში უნდა იყოს გამოყენებული „პაქსლოვიდი“ და „რემდესივირი“. ისე კარგად იმართება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსიც და გრიპიც, რომ კორონავირუსის ერთეული გარდაცვალება გვქონდა, გრიპით და სხვა რესპირაციული დაავადებებით ამ სეზონზე გარდაცვალება საერთოდ არ ყოფილა.

მაგალითად, აშშ-ში CDC-ს მონაცემებით, მარტო ამ სეზონზე გრიპით 14 ათასი ავადმყოფი გარდაიცვალა, ჩვენთან ჯერ გარდაცვალება არ ყოფილა.

თუ მოქალაქეს, კორონავირუსსა და გრიპზე უარყოფითი ტესტის პასუხს მიიღებს, მაშინ მას აქვს სეზონური ვირუსული ინფექცია, მაგალითად, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, ადენოვირუსი, ან რინოვირუსით გამოწვეული ინფექცია. ეს ინფექციები კოვიდსა და გრიპზე ნაკლებად საშიშია, თუმცა მაინც საჭიროა ექიმთან დაკავშირება, ექიმის რეკომენდაციების შესრულება. ცალკეულ შემთხვევაში ისიც შეიძლება გართულდეს, მაგრამ კოვიდი და გრიპი უფრო საფრთხილოა”, - აღნიშნავს ცერცვაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა