ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ვოლოდიმირ ზელენსკი - ერთ დღესაც იგივე ტერორისტები თქვენთან მოვლენ

ნახვები: 528 ვოლოდიმირ ზელენსკი - ერთ დღესაც იგივე ტერორისტები თქვენთან მოვლენ

დნეპროპეტროვსკში ვიბრძვით თითოეული ადამიანისთვის, სამაშველო ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე იქნება სიცოცხლის გადარჩენის მცირედი შანსიც კი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება, გაფართოვდეს სანქციები რუსეთის მოქალაქეებისა და სხვა პირების მიმართ, ვინც ტერორს ეხმარება.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ბრძოლა სოლედარისთვის, ბახმუტისთვის, დონეცკის მთელი რეგიონისთვის, ლუგანსკის რეგიონისთვის შესვენების გარეშე გრძელდება.

„დნიპროში ამ თავდასხმის შემდეგ გასული დროის განმავლობაში უკრაინამ მოისმინა თანაგრძნობისა და მხარდაჭერის სიტყვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მრავალი ლიდერისგან, საზოგადო მოღვაწისგან, ჟურნალისტისა და რიგითი ხალხისგან. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გულგრილი არ დარჩენილა! ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნორმალური ადამიანები გაერთიანდნენ ტერორის საპასუხოდ. მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც რუსეთშია და რუსეთიდან არის, ვინც ახლაც ვერ წარმოთქვა ამ ტერორის დაგმობის რამდენიმე სიტყვა… მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველაფერს მშვენივრად ხედავენ და იციან… თქვენი მშიშარა დუმილი, თქვენი მცდელობა „მოითმინოთ“, რაც ხდება, მხოლოდ იმით დასრულდება, რომ ერთ დღესაც იგივე ტერორისტები თქვენთან მოვლენ. ბოროტება ძალიან მგრძნობიარეა სიმხდალის მიმართ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა