პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

დავით მათიკაშვილი: „ხალხის ძალის“ შეხედულებას ნამდვილად აქვს არსებობის უფლება

ნახვები: 514 დავით მათიკაშვილი: „ხალხის ძალის“ შეხედულებას ნამდვილად აქვს არსებობის უფლება

„ხალხის ძალის“ შეხედულებას ნამდვილად აქვს არსებობის უფლება - სააკაშვილმა რომ ბევრი რამ იცის და მისი მეხსიერება ბევრ კომპრომატს მალავს, ეს ფაქტია. ყველაფერი დანარჩენი არის პოლიტიკური შეხედულებები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა "ხალხის ძალის" განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, სააკაშვილის დახსნის სპეცოპერაცია მიმდინარეობს და მისი დახსნის სურვილი "ნაციონალურ მოძრაობას" და მის პარტნიორებს აქვთ.

როგორც მათიკაშვილი აღნიშნავს, სააკაშვილთან მიმართებით უამრავი პროვოკაციის შესახებ არის ცნობილი საზოგადოებისთვის და "ნაციონალური მოძრაობა" და მათი "პარტნიორები" არ ერიდებიან მსგავს პროვოკაციებს ვიწროპარტიული მიზნების განსახორციელებლად.

"ეს არის "ხალხის ძალის" მოსაზრება, რომელიც არსებულ ვითარებას ეხება, ეს რომ "ქართული ოცნების" მოსაზრება იყოს, ჩვენ ვისაუბრებდით ამაზე. ეს არის "ხალხის ძალის" შეხედულება, რომელსაც ნამდვილად აქვს უფლება არსებობდეს, ეს არის მათი ხედვა და როგორც სხვა ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ხედვას, პატივი უნდა ვცეთ.

ზოგადად, სააკაშვილმა რომ ბევრი რამ იცის და მისი მეხსიერება ბევრ კომპრომატს მალავს, ეს ფაქტია. ყველაფერი დანარჩენი არის პოლიტიკური შეხედულებები. ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც შეუძლიათ ადამიანებს საკუთარი მოსაზრებები გამოხატონ და აქ არც "ხალხის ძალაა" გამონაკლისი.

შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" არსენალში ყოველთვის არის ისეთი ნაბიჯები და სურვილი ამ ნაბიჯების გადადგმის, რომ ქვეყანაში არეულობა გამოიწვიონ, რის საშუალებასაც ხელისუფლება არ აძლევს,"- განაცხადა მათიკაშვილმა.

სააკაშვილის პატრონებს რჩებათ გეგმა B - მისი, როგორც ოქროს მოწმის მოშორება, სააკაშვილის სიკვდილის ხელისუფლებისთვის დაბრალება- "ხალხის ძალა" მორიგ განცხადებას ავრცელებს

გიული ალასანია: არ მგონია, „ხალხის ძალაში“ პროგნოზირების განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეული ადამიანები იყვნენ

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა