ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

დნიპროში მრავალსართულიან კორპუსზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 6 ბავშვია

ნახვები: 524 დნიპროში მრავალსართულიან კორპუსზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 6 ბავშვია

დნიპროში მრავალსართულიან სახლზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ავრცელებს.

“მოვისმინე ანგარიშები დნიპროში რუსული რაკეტის მიერ განადგურებულ სახლზე.

ამ მომენტისთვის ნანგრევების დემონტაჟი და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. ცნობილია 45 დაღუპულის შესახებ, მათ შორის 6 ბავშვი. 79-მა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება, მათ შორის 16-მა ბავშვმა. მთლიანობაში, ამ მრავალსართულიან შენობაში 1700 ადამიანი ცხოვრობდა. შენობაში 230 ბინა დაზიანდა, 72 მთლიანად განადგურდა.

განკარგულება გავეცი გამარტივებულიყო და დაჩქარებულიყო დაზარალებულთათვის დახმარების გაწევა, რათა ადამიანებმა ამ ტრაგედიის შემდეგ რაც შეიძლება მალე შეძლონ თავიანთი ცხოვრების აღდგენა.

ჩვენ ასევე ვაწარმოებთ გამოძიებას ყველა გარემოების გასარკვევად და ყველა იმ პირის იდენტიფიცირებისთვის, ვინც მონაწილეობდა რუსეთის ამ დანაშაულში უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

ჩვენ აუცილებლად ვიპოვით ყველას, ვინც გამოიწვია ეს ტერორი. ყველა, ვინც ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ამ და სხვა სარაკეტო თავდასხმებში, ნაპოვნი იქნება და პასუხს აგებს”, - წერს ზელენსკი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა