ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

თიბისი Tech Meetups - წლის პირველი ტესტირების ავტომატიზაციის ჰაკათონი

ნახვები: 528 თიბისი Tech Meetups - წლის პირველი ტესტირების ავტომატიზაციის ჰაკათონი

13 იანვარს, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით მეტი მრავალფეროვნებისა და ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, წლის პირველი tech meetup-ი გაიმართა. ჰაკათონი ტესტირების ავტომატიზაციის ეფექტურობასთან დაკავშირებული გამოწვევების გაუმჯობესებას ემსახურებოდა. გუნდებმა წარმოადგინეს თავისი იდეები და შექმნილი პირველადი ნიმუშები, სადაც საკმაოდ საინტერესო და სასარგებლო გადაწყვეტები მიიღეს.

“ჩვენს მიერ შექმნილი ინსტრუმენტები ემსახურება ორი მიმართულებით ეფექტურობის ამაღლებას. პირველი - აჩქარება, უფრო სწრაფად ვაკეთოთ ავტომატიზაცია, რასაც ვპასუხობთ ჩვენ მიერ შექმნილი კოდის ავტომატური გენერატორებით. მეორე  - მდგრადობა და კოდის ხარისხი, სადაც ვიყენებთ ჩვენს მიერ შექმნილ კოდის ანალიზატორებს.”- ამბობს ალექსანდრე ისკონიანი, თიბისის ხარისხის უზრუნველყოფის და ტესტირების ავტომატიზაციის გუნდის ხელმძღვანელი.

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებას და აქტიურად ავითარებს. 2019 წლიდან დიდი აქცენტი კეთდება ავტომატიზაციის მიმართულებაზე. თიბისიში 300-ზე მეტი სისტემაა, რაც თავისთავად გულისხმობს ტექნოლოგიურ მრავალფეროვნებას (მობილური, დესკტოპ, ვებ, API). ამის გათვალისწინებით, ბანკში ხარისხის მიმართულებით 150-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული, რომლებიც სტანდარტით გათვალისწინებული ინსტრუმენტების გარდა საკუთარ ხელსაწყოებს ქმნიან და ყოველდღიურად იყენებენ მათ მეტი ეფექტურობისა და მაღალი ხარისხის მისაღწევად.

ავტომატიზაციის მიმართულებით ინსტრუმენტების მრავალფეროვნებაა, თუმცა რაც არ უნდა კარგი ხელსაწყო იყოს, მაღალი ეფექტურობის მიღწევის მიზნით ამ ხელსაწყოების მორგება და დამატებით ხელსაწყოების შექმნა საჭიროა. თიბისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიებების ინიცირება, რომელიც ხელს უწყობს ბაზარზე ციფრული პროდუქტების გაუმჯობესებას, პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება კი სწორედ ამ პროდუქტების სწრაფი განვითარების გარანტია.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა