გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

„გაგრის“ ვიცე-პრეზიდენტი - ოქრიაშვილი „გაგრაში“ იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუ უცხოეთში არ წავა

ნახვები: 559 „გაგრის“ ვიცე-პრეზიდენტი - ოქრიაშვილი „გაგრაში“ იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუ უცხოეთში არ წავა

თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას „გაგრაში“ გააგრძელებს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთში არ წავა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან კომენტარი „გაგრის“ ვიცე-პრეზიდენტმა, გოდერძი ჩიხრაძემ გააკეთა.

„თორნიკე ჩვენთან ვარჯიშობს, მაგრამ გვითხრა, რომ შემოთავაზებები აქვს. თუ არ გამოვა, საქართველოში ჩემთვის პრიორიტეტული „გაგრაში“ თამაში არისო. მან კარიერა „გაგრაში“ დაიწყო და შემდეგ კი იცით, საქართველოს ნაკრების ლიდერი იყო. გამიხარდება, ისევ უცხოეთში, ძლიერ კლუბში რომ ითამაშოს. თუმცა, დღეს თავად მითხრა, თუ უცხოეთში გადასვლა გამოვა, ვიცი, არ გეწყინებათ, მაგრამ თუ არ წავალ, ზაფხულამდე „გაგრას“ გვერდში დაგიდგებითო.

ასე რომ, თორნიკე ახლა „გაგრაში“ ფორმის აღსადგენად ვარჯიშობს, ბოლომდე იხარჯება და დიდი იმედი მაქვს, „გაგრიდან“ ან უცხოური კლუბიდან ნაკრებს დაუბრუნდება“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გოდერძი ჩიხრაძემ.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა