ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

მიხეილ სარჯველაძე კასიანოვის განცხადებაზე - შეიძლება წამოცდენას უნდა მივაწეროთ

ნახვები: 530 მიხეილ სარჯველაძე კასიანოვის განცხადებაზე - შეიძლება წამოცდენას უნდა მივაწეროთ

როგორც ჩანს, კასიანოვის განცხადება ბატონი დოლგოვის ან სხვების განცხადებების გაგრძელება, რომელიც შეიძლება ისეთ რამეს გულისხმობდეს, რაც წამოცდენას უნდა მივაწეროთ, რადგან ომში ჩართვა და ა.შ. არ არის ისეთი რამ, რაც შეიძლება საჯაროდ უსურვო მეგობარ სახელმწიფოს , - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც უკრაინის დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანივის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, კასიანოვის განცხადება არ არის მეგობრული და პარტნიორული და არ შეეფერება დიპლომატის რიტორიკას.

"საფრთხე არაფერ შუაშია. როგორც ჩანს, სინამდვილეში სრულიად სხვა მოტივებია, რომელიც განსხვავებული მიდგომის მიზეზს აძლევს ბატონ კასიანოვს, რომ საქართველოსთან მიმართებით ჰქონდეს განსაკუთრებული მოთხოვნები. ამას შეიძლება პირდაპირ დაერქვას და ვივარაუდოთ, რომ ეს არის გაგრძელება იგივე ნარატივისა, რაც გულისხმობდა საქართველოს მიმართ გაუგებარი უკმაყოფილებების გამოხატვას, როცა რეალური მიზეზი შეიძლება რაღაც ვგულისხმობთ, რაც საჯაროდ არ შეიძლება ითქვას და გაჟღერდეს. როგორც ჩანს, ეს არის ბატონი დოლგოვის ან ვიღაცების მიერ გაკეთებული განცხადებების გაგრძელება, რომელიც შეიძლება ისეთ რამეს გულისხმობდეს, რაც წამოცდენას უნდა მივაწეროთ, რადგან ეს არ არის ისეთი რამ, რაც შეიძლება საჯაროდ თქვა და უსურვო მეგობარ სახელმწიფოს - ომში ჩართვა და ა.შ. ჩემთვის სხვაგვარად ახსნადი არ არის ამგვარი ორმაგი სტანდარტებით მოქმედება და მითითება ისეთ გარემოებებზე, რაც აბსოლუტურად იდენტური შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოებში, სადაც ფრენებიც არსებობს, მიმდინარეობს რუსეთთან ყველანაირი ურთიერთობა, მაგრამ ამის მიუხედავად არც ერთ უკრაინელ მაღალჩინოსანს შეიძლება არ უჩნდებოდეს უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებული ისეთი აღქმა მათ მოქალაქეებთან მიმართებით. არ მიმაჩნია, რომ ეს არის მეგობრული და პარტნიორული განცხადება და განცხადება რომელიც შეეფერება დიპლომატის რიტორიკას", - განაცხადა სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა