თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის
სალომე ზურაბიშვილი: ევროპელმა პარტნიორებმა არ უნდა დააკნინონ ის, რასაც რუსეთი საქართველოში სცდის - ეს ჰიბრიდული ომია
თამთა მიქელაძე: ვენეციის კომისიამ ფუნდამენტურად სადავო გახადა ის, რასაც პაპუაშვილი კანონიერად და კონსტიტუციურად აცხადებდა
ადვოკატი: რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება
ვენეციის კომისია: საქართველოში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები დემოკრატიასა და პოლიტიკურ პლურალიზმს საფრთხეს უქმნის - კომისია მათ გადახედვას მოითხოვს
რომან გოცირიძე: საქართველოსა და ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის მხოლოდ პროცენტებით შედარება რეალურ სურათს ამახინჯებს

არჩილ თალაკვაძე - ხოშტარიასა და ვაშაძის გაერთიანება რეალურად ემსახურება საქართველოში რუსეთის ინტერესებს

ნახვები: 540 არჩილ თალაკვაძე - ხოშტარიასა და ვაშაძის გაერთიანება რეალურად ემსახურება საქართველოში რუსეთის ინტერესებს

რეალურად ეს გაერთიანება ემსახურება საქართველოში რუსეთის ინტერესებს და რაც ყველაზე ცუდია, ამას აკეთებს უკრაინის მხარდაჭერის და პროდასავლურობის საფარქვეშ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ელენე ხოშტარიასა და გიორგი ვაშაძის გაერთიანების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ეს გაერთიანება უპერსპექტივოა.

„რასაც ისინი ახლა აკეთებენ ეს უკვე გააკეთეს 2013 წელს, მაშინაც ისინი აანონსებდნენ განმათავისუფლებელ მოძრაობას, დღესაც იმეორებენ იმავეს, რაც ნიშნავს, რომ ისინი დარჩნენ 2013 წლის დღის წესრიგში. ეს დღის წესრიგი მაშინაც იყო პოლიტიკური შურისძიება და დღესაც მათ ამოძრავებთ ერთადერთი, ეს არის პოლიტიკური შურისძიება. ვერ ვხედავ დღეს საზოგადოების ვერც ერთ სერიოზულ ნაწილს, ვერც ერთ სერიოზულ დამფინანსებელს, რომ მხარი დაუჭირონ იმას, რაც უკვე წარსულია, რაც უკვე უარყოფილი იყო 2013 წელს, ამიტომ ეს არის თავისთავად გაკოტრებული დღის წესრიგი. ეს გაერთიანება ცდილობს, თავისი რუსული დღის წესრიგი გადაფაროს, სერიოზულო ბრალდებები. ბოლო წლის განმავლობაში ფაქტები გახდა საჯარო, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ მათ აქვთ კავშირები და ისინი ატარებენ რეალურად რუსულ პოლიტიკას საქართველოში. ნაცადი მეთოდია, როდესაც ზუსტად საპირისპირო საკითხზე ესხმი თავს ოპონენებს, ამით ცდილობ, რომ საკუთარი გადაფარო, მაგრამ რაც საზოგადოებამ ნახა, ამის წაშლა შეუძლებელია. რეალურად ეს გაერთიანება ემსახურება საქართველოში რუსეთის ინტერესებს და რაც ყველაზე ცუდია, ამას აკეთებენ უკრაინის მხარდაჭერისა და პროდასავლურობის საფარქვეშ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა