კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

ევროკომისია არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის ახალ გეგმას აანონსებს

ნახვები: 545 ევროკომისია არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის ახალ გეგმას აანონსებს

ევროკომისია არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის ახალ გეგმას აანონსებს. ამის შესახებ განცხადება შიდა საქმეების ევროკომისარმა, ილვა იოჰანსონმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ილვა იოჰანსონმა აღნიშნა, ახალი გეგმა მიმართულია ევროკავშირში არალეგალი მიგრანტების გაზრდილ რაოდებოსთან გამკლავებისკენ.

მისივე თქმით, 2022 წელს ევროკავშირის ტერიტორიაზე 300 000 არალეგალი მიგრანტი ჩავიდა. მათ უმრავლესობას არ აქვთ თავშესაფრის მიღების უფლება. ამ პრობლემის დასაძლევად გამიზნული ახალი სტრატეგიის მიხედვით, ევროკომისია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის, მონაცემთა გაცვლის პროცესისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის დაჩქარების ინიციატივით გამოდის.

ბრიუსელში იმედი აქვთ, რომ შეძლებენ არალეგალი მიგრანტების დაბრუნებას იმ ქვეყნებში, რომლებთანაც ევროკავშირი თანამშრომლობს.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, 2022 წელს თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობით ევროკავშირის წევრებს შორის ლიდერი გერმანიაა. ასეთი მოთხოვნების საერთო რაოდენობა შარშანდელთან შედარებით გაზრდილია 57%-ით. მეორე ადგილზეა საფრანგეთი, მესამეზე ესპანეთი. მას მოჰყვება ავსტრია, და იტალია. თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ყეელაზე დიდი ზრდა წელს აღრიცხეს ირლანდიაში.

ეს სტატისტიკური მონაცემები უკრაინის მოქალაქეებს არ მოიცავს, რადგან რუსეთის აგრესიის გამო, მათ ავტომატურად აძლევენ ევროკავშირში ცხოვრების უფლებას.

ამასთან, გერმანიაში ყველაზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი 2022 წელს იყო სირიიდან (27%), ავღანეთიდან (17%) თურქეთიდან (10%), ერაყიდან (6,9%) და საქართველოდან (4%)

გამოცემა „ველტის“ მონაცემებით, მხოლოდ ბერლინში შარშან თავშესაფარი 16 000-მა მიგრანტმა მოითხოვა. მათგან 3 500 მოლდოვიდან იყო, 2 400 სირიიდან, 2 100 ავღანეთიდან, 1 833 თურქეთიდან და 2 100 საქართველოდან.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა