ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

შალვა პაპუაშვილი - კობა ნაყოფიას განცხადება არის ისტორიის გადაწერის მცდელობა

ნახვები: 525 შალვა პაპუაშვილი - კობა ნაყოფიას განცხადება არის ისტორიის გადაწერის მცდელობა

კობა ნაყოფიას განცხადება არის ისტორიის გადაწერის მცდელობა. ზოგადად, ტერმინი „ფარული ჩანაწერი“ ჩვენს ყოფაში სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს შემოვიდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას განცხადებაზე, რომლის მიხედვით, ნაყოფია ვერ გაიხსენებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ფარული ჩანაწერების გავრცელების ვერცერთ ფაქტს. ნაყოფიამ აღნიშნა, რომ ეს პარტიისთვის წითელი ხაზია.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების კონტროლი, უკანონო ჩაწერა და მოსმენა არის ის, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ახასიათებდა.

„ეს არის ისტორიის გადაწერის მცდელობა. არა მხოლოდ ამ, არამედ სხვა საკითხებზეც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, გადაწეროს ისტორია. ცდილობს იმის შებრუნებასა და სხვა სახით წარმოდგენას, რისი მომსწრეებიც ჩვენ ვიყავით. ზოგადად, ტერმინი „ფარული ჩანაწერი“, თუკი დავფიქრდებით, ჩვენს ყოფაში სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს შემოვიდა. სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების კონტროლი, უკანონო ჩაწერა და მოსმენა არის ის, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის რეჟიმს განსაკუთრებით ახასიათებდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა