ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky
Khmara, Pistorius discuss Ukraine's key needs to protect critical infrastructure
UK to provide GBP 54M in winter support to Ukraine

ლევან ხაბეიშვილი - მინდა ვუთხრა რატი ბრეგაძეს და თუ უნდა მუქარად მიიღოს - მას ძალიან მალე გაურთულდება პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება

ნახვები: 555 ლევან ხაბეიშვილი - მინდა ვუთხრა რატი ბრეგაძეს და თუ უნდა მუქარად მიიღოს - მას ძალიან მალე გაურთულდება პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება

რატი ბრეგაძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილთან ერთად პასუხისმგებლობას იღებს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. მე მინდა ვუთხრა მას და თუ უნდა მუქარად მიიღოს რატი ბრეგაძემ, ძალიან მალე მას გაურთულდება პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, სააკაშვილი ერთადერთი მიზეზით არ გადაჰყავთ რეანიმაციულ განყოფილებაში, რომ შემდეგ შეუძლებელი არ იყოს სასამართლოსთვის მისი „ტყვეობაში დატოვება“.

 

“ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს მიხეილ სააკაშვილი არ გადაჰყავს რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი მიზეზით, რომ შემდეგ შეუძლებელი არ იყოს სასამართლოსთვის, ტყვეობაში დატოვოს პრეზიდენტი სააკაშვილი და ამ ყველაფერს ასრულებს ცხადია რატი ბრეგაძე. ყველა დოკუმენტაცია არსებობს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იყოს გადაყვანილი მესამე ქვეყანაში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ის არ გადაჰყავთ რეანიმაციულ განყოფილებაში, ამიტომ რატი ბრეგაძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილთან ერთად პასუხისმგებლობას იღებს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა