ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ენმ-ს საარჩევნო კომისიის წევრი - ციფრებზე აპელირება არის საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მცდელობა

ნახვები: 529 ენმ-ს საარჩევნო კომისიის წევრი - ციფრებზე აპელირება არის საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მცდელობა

ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნების საარჩევნო კომისიის წევრის, ნინო კვიტაიშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა, ჯერჯერობით წინასწარ აქტივობაზე საუბარი რთულია.

მისი თქმით, კონკრეტულ ციფრებზე აპელირება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

"ათობით ათასმა ამომრჩეველმა, რომელიც არის რეგისტრირებული სისტემაში, ხმის მიცემა შეძლო. ეს პროცესი გრძელდება და დაზუსტებულ მონაცემებს 12:00, 15:00, 18:00 და 21:00 სთ-ზე გაგაცნობთ.

რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე კანდიდატის ამომრჩეველმა უფრო იაქტიურა, თითქოს კონკრეტული მონაცემები არსებობს, რომ რომელიმე კანდიდატის მხარდამჭერმა უკვე მისცა ხმა, ლოგიკას მოკლებულია ერთი მარტივი გარემოებიდან გამომდინარე - ჩვენ ვერ ვხედავთ არათუ იმას, ვინ, ვის მისცა ხმა, არამედ იმასაც, რომელმა ამომრჩეველმა მისცა ხმა და რომელს არ მიუცია.

ამიტომ, ციფრებზე აპელირება და იმის თქმა, რომ 10,20, 30 ათასი ამომრჩეველი იყო კონკრეტული კანდიდატის მხარდამჭერი, უბრალოდ არის საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მცდელობა",- განაცხადა კვიტაიშვილმა.

რაც შეეხება ხარვეზებს, ნინო კვიტაიშვილი აღნიშნავს, რომ ამომრჩევლის ნაწილმა ვერიფიკაციის კოდი ვერ მიიღო.

"ჩვენ კომისიაზე ამ საკითხზე გვიან ღამემდე ვიმსჯელეთ. ავტომატურ რეჟიმში ისევ გაიგზავნება ამ ადამიანებთან სმს კოდი და მათ უნდა შეძლონ ხმის მიცემა",-განაცხადა კვიტაიშვილმა.

ის იმედოვნებს, რომ პრობლემა დროულად გამოსწორდება და ეს არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ იქონიებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა