ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ირაკლი ზარქუა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - დე ფაქტო ყველაზე დიდი ოპოზიციური გაერთიანების დასასრულის დასაწყისია

29.01.2023 ნახვები: 532

„ხაბე“ უნდა გახდეს თავმჯდომარე, სხვა შედეგს არ მივიღებ, ლეგიტიმაციას არ მივცემ, რადგან ეს ნიშნავს, რომ შიგნით „ჩემს ხაბეს“ გაუყალბეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის მიმდინარე არჩევნები შეაფასა.

 

ზარქუას შეფასებით, ვინც არ უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, საქართველოში „არ არის იმის საფუძველი, რომ გადატრიალება და რევოლუცია მოახდინონ“.

 

„ველოდები ცვლილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ამ ცვლილებების სიმბოლო არის ჩემი „ხაბე“ და „ხაბე“ უნდა გახდეს თავმჯდომარე. მე ეს მოლოდინი მაქვს, სხვა შედეგს არ მივიღებ და ლეგიტიმაციას არ მივცემ, რადგან ეს ნიშნავს, რომ შიგნით „ჩემს ხაბეს“ გაუყალბეს.

 

ყველამ ხომ ვიცით, მათ შორის მათ მხარდამჭერებმაც - დაახლოებით 600 000 ხმა მიიღეს არჩევნებზე. ფაქტობრივად, მათ ერთმანეთი დახოცეს და რამდენი დარეგისტრირდა ბოლოს? დაახლოებით 50 000 - აი აქამდე ჩამოვიდა მათი მხარდამჭერების რიცხვი. სულ 4 კანდიდატი არიან და ის 50 000 მათზეა გადანაწილებული. ეს ნიშნავს ამ პარტიის, რომელიც დე-ფაქტო ყველაზე დიდი ოპოზიციური გაერთიანებაა, დასასრულის დასაწყისს. რა უნდა ქნას ახლა „ხაბემ“? ვთქვათ, გაიმარჯვა, აი რა უნდა გააკეთოს? რაიმე ხედვა, სტრატეგია თუ განათლება აქვს? მსოფლიო პოლიტიკაში არის ჩართული? აქამდე ვინც იყო, იმას რა უნდა ექნა, რომ აბრალებენ, გადატრიალება რატომ არ მოაწყოო? გამორიცხულია, ვინც არ უნდა დასვა „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარედ, ამ საქართველოში, ამ საზოგადოებაში, არ არის იმის საფუძველი, რომ გადატრიალება და რევოლუცია მოახდინონ - ქართული საზოგადოება ამას არ დაუშვებს. ეს ვერ გაიაზრეს, ვერ გაითვალისწინეს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა