ანი წითლიძე: ახლა მთავარია პარტია დამშვიდდეს. 30.01.2023 ნახვები: 522 Share "რეალურად ეს გამარჯვება საზეიმო კი არა უდიდესი პასუხისმგებლობა არის", -ამის შესახებ სოციალურ ქსელში ენმ-ის წევრი ანი წითლიძე წერს. "ახლა მთავარია პარტია დამშვიდდეს. არა აქვს მნიშვნელობა ვინ ვის მისცა ხმა, ერთიანობა არის მთავარი. არც იმას აქვს მნიშვნელობა მოგწონთ თუ არა შედეგი. ამომრჩეველმა გადაწყვიტა ასე და კეთილი ინებეთ, პატივი ეცით, ნიშნისმოგებების გარეშე. გამარჯვებულმა უნდა შეძლოს დამარცხებულისთვის ღირსეული პლატფორმის შექმნა პარტიის შიგნით. ამ პროცესში მე ვიქნები დამარცხებულის მხარეს. Nika Melia - დიდი იმედი მაქვს შენი სწორი პოზიციის, მეც და იმ ათასობით ამომრჩეველსაც ვინც შენ მოგცა ხმა რეალურად ეს გამარჯვება საზეიმო კი არა უდიდესი პასუხისმგებლობა არის. Levan Khabeishvili - გილოცავ, წარმატებები, გამარჯვებები. უპირველესი რაც უნდა შეძლო არის ყველას გაერთიანება მიუხედავად იმისა, ვინ ვის მისცა ხმა. ეს გვჭირდება სწრაფად მწყობრში ჩასადგომად", -წერს წითლიძე შეგახსენებთ, რომ ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა.