ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტიციების თვალსაზრისით, ჩვენ ვართ მსოფლიოში მეშვიდე ადგილზე ბიზნესის კეთების მიმართულებით

30.01.2023 ნახვები: 535

საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტიციების თვალსაზრისით, ჩვენ ვართ მსოფლიოში მეშვიდე ადგილზე ბიზნესის კეთების მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერთან კარლ ნეჰამერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, ევროკავშირის ჩართულობით საქართველომ ახალი პროექტის - შავი ზღვის ელექტრო კაბელის განხორციელება დაიწყო, რომელზეც 4 ქვეყანა მუშაობს.

 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

 

„ჩვენ ბოლო ორი წელია შევძელით ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა. შარშანწინ გვქონდა 10,5% ზრდა, შარშან 10%, რაც, რა თქმა უნდა, გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტიციების თვალსაზრისით, მეშვიდე ადგილზე ვართ მსოფლიოში ბიზნესის კეთების მიმართულებით, ასევე ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებ ბიუროკრატიული და ნაკლებ ბარიერების ქვეყანა და ყოველთვის მივესალმებით ავსტრიელი ინვესტორების შემობრძანებას საქართველოში.

 

ჩვენ ახლა დავიწყეთ სტრატეგიული პროექტის განხორციელება, ევროკავშირის ჩართულობით. ეს არის შავი ზღვის ელექტრო კაბელი, რომელზეც უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი. 4 ქვეყანაა ჩართული ამ თემაზე - საქართველო, აზერბაიჯანი რუმინეთი და უნგრეთი. ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო, სამაგალითო პროექტი და ეს არის ერთ-ერთი გამოკვეთილი პრიორიტეტი ჩვენი მთავრობის. ეს და სხვა პროექტები, რა თქმა უნდა, დაეხმარება საქართველოს, რომ კიდევ უფრო მეტად ინტეგრირდეს ევროპულ ბაზარზე, კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახდეს და ეს ურთიერთდამოკიდებულების ხარისხი ჩვენ ორმხრივად უნდა გავაძლიეროთ“, - განაცხადა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა