ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ხატია დეკანოიძე - საქართველოს ხელისუფლების კეკლუცი რუსეთის ხელისუფლებასთან ძალიან მძიმე იქნება

ნახვები: 523 ხატია დეკანოიძე - საქართველოს ხელისუფლების კეკლუცი რუსეთის ხელისუფლებასთან ძალიან მძიმე იქნება

მოვუწოდებ ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაბლოკოს ავიამიმოსვლის საკითხი - ხელისუფლების კეკლუცი რუსეთის ხელისუფლებასთან იქნება ძალიან მძიმე , - ასე ეხმიანება ჟურნალისტებთანსაპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე გრიგორი კარასინის განცხადებას ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, რომ "ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო" და ფრენების აღდგენა საბოლოოდ დამოკიდებულია თბილისზე.

მისი თქმით, ეს არის სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი განცხადება, რადგან როგორც ჩანს, რუსეთი საქართველოს ხელისუფლებისგან დასტურს ელოდება.

„მოვუწოდებ ხელისუფლებას სასწრაფოდ დაბლოკოს ეს საკითხი, თუ ის დაუყოვნებლივი ავიამიმოსვლის აღდგენას შეეხება. თუ რუსეთი შემოგვთავაზებს, რომ ორმხრივად უნდა გაიხსნას ფრენები, მაშინ ისინი როგორც ჩანს, საქართველოსგან ელოდებიან დასტურს. წარმოუდგენელია, ვისაუბროთ აღდგეს თუ არა ფრენები, როცა უკრაინაში მიმდინარეობს სამხედრო აგრესია და რუსეთი აღიარებულია ტერორისტ სახელმწიფოდ. ხელისუფლებას მოვუწოდებ, ეს შეთავაზება არ მიიღოს. ხელისუფლების კეკლუცი რუსეთის ხელისუფლებასთან იქნება ძალიან მძიმე, განსაკუთრებით ახლა, როცა მთელი მსოფლიო გადართულია უკრაინისთვის დახმარების მიწოდებაზე და მნიშვნელოვანია კარასნიმა ვერასდროს გაუბედოს საქართველოს ისაუბროს იმაზე, ფრენები აღდგება თუ არა", - განაცხადა დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა